თარგმანი: არა თქუა, ვითარმედ: "მოვლო", არამედ ვითარმედ: "განვლო", რაჲთა ნუგეშინის-სცეს მათ, ვითარმედ არასადა დაიყოვნებს, და კუალად, ზედა-დაჰრთავს, ვითარმედ: "მაკედონიასა განვჰლი, და ვინ უწყის, თქუენ თანა დავადგრე", რომელი-ესე უმეტესი პატივი იყო კორინთელთაჲ, ვითარ სხუათა მგზავრ განჰვლიდა, ხოლო მათ თანა არა ხოლო დადგრომად, არამედ დაზამთრებადცა ინებებდა ოდენ, და არა იტყოდა ქმნად; რამეთუ "ვინ უწყისი" ამისი მომასწავებელი არს, ვითარმედ: ესე ესრეთ მნებავს ქმნად, ხოლო ვქმნა მაშინ, უკუეთუ ესრეთ მიბრძანოს სულმან წმიდამან. არამედ ესე იყო მიზეზ თუალუხუავად უფროჲს პატივისცემისა კორინთელთაჲსაჲ, რამეთუ მათ შორის უმრავლეს იყვნეს მორწმუნენი, ხოლო მათ მიერ წარგზავნითა უმეტესობასა აჩუენებდა მათდა მიმართისა სიყუარულისასა.
1 კორინთელთა მიმართ 16:5
4. და უკუეთუ ღირდეს ჩემიცა წარსლვაჲ, ჩემ თანა მოვიდენ.5. ხოლო მოვიდე თქუენდა, რაჟამს მაკედონიაჲ განვლო, რამეთუ მაკედონიას განვჰვლი.6. და, ვინ უწყის, თქუენ თანა დავადგრე, გინა თუ და-ცა-ვიზამთრო, რაჲთა თქუენ წარმგზავნოთ მე, ვიდრეცა ვიდოდი.
1 კორინთელთა მიმართ თავი 16