თარგმანი: უხარის მართალთა ჭირი ესე აქა მცირედ ჟამისაჲ, რაჲთა საუკუნოდ გჳრგჳნოსან იქმნნენ. ხოლო ცოდვილთა აქა შუებითა საუკუნოჲ ენივთების სიმძიმე ტანჯვისაჲ. რამეთუ არცა ცოდვილთა ყოველივე აქა მიეგებვის, რაჲთა არა აღდგომისა მიმართ ვინმე ურწმუნო იქმნნენ, არცა ყოველივე მართალნი აქა ძჳრ-ხილულ არიან, რაჲთა არა სათნოებაჲ საძაგელ და სიბოროტე საქებელ იქმნეს, არამედ მცირედნი ვინმე ცოდეილთაგანნიცა იტანჯებიან აქა, ანუ შესანანებელად ბრალთა, ანუ წინდად მერმისა მის სატანჯველისა; და კუალად, მცირედთა ვიეთმე სათნოებისათჳს აქავე მიეცემის პატივი და დიდებაჲ, წინა-მომასწავებელად საუკუნოჲსა დიდებისა და პატივისა. ხოლო არცა ყოველნი ცოდვილნი, არცა ყოველნი მართალნი მიიღებენ აქა საქმეთაებრსა მისაგებელსა, რაჲთა ჩუენ ვისწავოთ, ვითარმედ უკუანაჲსკნელისა მის და მერმისა სამშჯავროჲსათჳს დამარხულ არს დღე საქმეთაებრისა მისაგებელისაჲ.
1 პეტრე 1:7
6. რომლითა გიხარის აწ მცირედ, უკუეთუ ჯერ-არს, რომელნი-ეგე შეწუხებულ იყვენით მრავალ-ფერთა შინა განსაცდელთა.7. რაჲთა გამოცდილებაჲ იგი სარწმუნოებისა თქუენისაჲ უპატიოსნეს უფროჲს ოქროჲსა მის წარწყმედადისა, ცეცხლისა მიერ გამოცდილისა იპოვოს საქებელად და დიდებად და პატივად გამოჩინებასა იესუ ქრისტესსა.8. რომელი არა იცოდეთ და გიყუარს, რომელსა-იგი აწ არა ხედავთ და გრწამს, იხარებდით სიხარულითა გამოუთქუმელითა და დიდებულითა.
1 პეტრე თავი 1