თარგმანი: კაცობრივად დაბადებულად აწინდელსა ამას ადგილსა მეფეთაგან დადგინებულთა მთავართა იტყჳს, რომელთა მორჩილებაჲ თანა-გუაც ბრძანებითა უფლისაჲთა, რომელი-იგი გუეტყჳს მიცემად კეისრისაჲ კეისარსა. ხოლო მას ზედა ოდენ თანა-მდებ ვართ მორჩილებად მათდა ყოველსავე ბრძანებასა, რომელსა შინა არა იყოს სავნებელი სულისაჲ და წინა-აღდგომაჲ ღმრთისაჲ, რაჲთა არა დავაკლოთ მიცემად ღმრთისაჲ ღმერთსა. რამეთუ თჳთ მასვე განუგიეს, რაჲთა შიშითა მთავართა მიერისა პატიჟისაჲთა არა შეიჭამებოდინ კაცნი ურთიერთას მსგავსად თევზთაჲსა. და ესე არს ნებაჲ მისი შორის ქრისტეანეთა, რაჲთა უმეტეს ყოველთა კაცთასა მორჩილებითა მთავართაჲთა დაუყონ პირი უგუნურთა კაცთა ცილის-მწამებელობასა, რომელნი ზრახვენ, ვითარმედ: ვინაჲთგან ყოვლისავე სოფლისა საქმეთა შეურაცხებასა ბრძანებს შჯული ქრისტესი, მთავართაცა სამე ზარისა და შიშისა შეურაცხ-ყოფად აწუევს, რომლითა იქმნების უწესოჲ შერეულებაჲ და ბევრეულნი ბოროტნი.
1 პეტრე 2:15
14. გინა თუ მთავართა, ვითარცა მის მიერ მოვლინებულთა შურის მეძიებელად ბოროტის მოქმედთათჳს, ხოლო მაქებელად კეთილის მოქმედთათჳს.15. რამეთუ ესრეთ არს ნებაჲ ღმრთისაჲ კეთილის მოქმედთათჳს დადუმებად უგუნურთა კაცთა უმეცრებასა.16. ვითარცა აზნაურნი და ნუ ვითარცა საფარველად გაქუნ უკეთურებისა აზნაურებჲ ეგე, არამედ ვითარცა მონანი ღმრთისანი
1 პეტრე თავი 2