თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ ნუ მიზეზ-იდგამთ უკეთურებისა თქუენისა აზნაურებასა მაგას ქრისტეს მიერსა; ვითარმცა ამისთჳს ურჩ და უშიშ იყვენით, რამეთუ ქრისტემან განგააზნაურნა. არამედ, ვითარცა ჭეშმარიტებით აზნაურ და თავისუფალ ქმნილნი სიბოროტისაგან, ამით უფროჲს მორჩილ იყვენით ყოველთა, რამეთუ ესე არს მცნებაჲ აზნაურ-მყოფელისა მის თქუენისა ქრისტესი, რაჲთა ყოველთა მიმართ მორჩილებით და სიყუარულით და მშჳდობით იქცეოდით მორწმუნენი მისნი, და არცა ერთსა რას ვის დააკლებდეთ შემსგავსებულსა შიშსა და პატივის-ცემასა.
1 პეტრე 2:17
16. ვითარცა აზნაურნი და ნუ ვითარცა საფარველად გაქუნ უკეთურებისა აზნაურებჲ ეგე, არამედ ვითარცა მონანი ღმრთისანი17. ყოველთა პატივ-სცემდით, ძმათა ჰყუარობდით, ღმრთისა გეშინოდენ, მეფესა პატივ-სცედით.18. მონანი დაემორჩილენით ყოვლითა მოშიშებითა თჳსთა უფალთა, ნუ ხოლო სახიერთა და ტკბილთა, არამედ უსახურთაცა.
1 პეტრე თავი 2