მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 პეტრე 2:3

2. ვითარცა აწინდელ შობილთა ყრმათა, სიტყჳერისა მის უზაკუველისა სძისა გსუროდენ, რაჲთა მას შინა აჰღორძნდეთ.3. უკუეთუ გემოჲ გიხილავს, რამეთუ ტკბილ არს უფალი,4. რომელსა-იგი მოუჴედით ლოდსა ცხოველსა, რომელი-იგი კაცთაგან შეურაცხ-იქმნა, ხოლო ღმრთისაგან რჩეულ და პატიოსან.
1 პეტრე თავი 2
3. უკუეთუ გემოჲ გიხილავს, რამეთუ ტკბილ არს უფალი,
თავი გ̂. რაჲთა ღირსად შვილებისა მის ქრისტეს მიერისა ვცხონდებოდით და სარგებელისათჳს გარეშეთაჲსა დიდებად ღმრთისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ გემოჲ გიხილავს, რამეთუ ტკბილ არს უფალი, რომელსა-იგი მოუჴედით ლოდსა ცხოველსა, რომელი-იგი კაცთაგან შეურაცხ-იქმნა, ხოლო ღმრთისაგან — რჩეულ და პატიოსან. და თქუენცა, ვითარცა ლოდნი ცხოველნი, აღეშენებოდეთ სახლად სულიერად, სამღდელოდ წმიდად, შესაწირავად მსხუერპლთა სულიერთა, სათნოთა ღმრთისათა იესუ ქრისტეს მიერ (2,3-5).:

თარგმანი დიდისა ბასილისი: ყოველსავე ადგილსა შეგჳსწავებიეს, ვითარმედ გარეგანთა ამათ ასოთა ჩუენთა თანა-მოსახელედ სახელ-იდებიან შინაგანნიცა ძალნი სულისანი. ამისთჳსცა, ვინაჲთგან პურ ჭეშმარიტ არს უფალი ჩუენი და ჴორცი მისი არს საჭმელ ჭეშმარიტ, საჭირო არს, რაჲთა საცნაურითა გემოჲს-ხილვითა იქმნეს ჩუენ შორის ცნობილ საშუებელი იგი პურისა მის ზეცისაჲ. და გემოჲს ხილვაჲ ესე არარაჲთ სხჳთა იქმნების, ვითარ მრავალჟამეულითა წურთითა საღმრთოთა სიტყუათა და ჭეშმარიტებისა შჯულთაჲთა, რამეთუ ესე არს გემოჲს ხილვაჲ სიტკბოებასა უფლისასა, რომელი-იგი არს, სიტყჳსაებრ დავითისსა, ლოდ შეურაცხ ყოფილ ბოროტთა მათგან ხუროჲსმოძღუართა და მაშენებელთა — მწიგნობართა და ფარისეველთა, ხოლო ღმრთისა მიერ — რჩეულ და პატიოსან, შემკრველ და შემაერთებელ მიმოდაბნეულსა სავსებასა მორწმუნეთასა სახლად სალოცველად და ადგილად მსხუერპლთა წმიდათა და სულიერთა შეწირვისა, მღდელთმოძღურებითა თჳთ მის თავადისა ქრისტესითა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის