თარგმანი: ვითარცა-იგი ნათელ ჭეშმარიტ არს უფალი ჩუენი, არამედ შჯის სოფელსა და განანათლებს წარმართთა სიბრმესა მორწმუნეობისათჳს, ხოლო დააბრმობს ჰურიათა მხედველობასა ურწმუნოებისათჳს. ეგრეთვე, სიტყჳსაებრ ესაიაჲსსა, ლოდ საკიდურ რჩეულ და პატიოსან ექმნების მათ, რომელთა განეკუთნვის პატივი მისსა მიმართ სარწმუნოებისათჳს, და არა არცხუენს, რომელთა ჰრწმენეს მისი; ხოლო, სიტყჳსაებრ დავითისსა, ურჩთა და ურწმუნოთა, ვითარცა კლდე საცთურებისაჲ, შეაცთუნებს, და ვითარცა ლოდი დაკუეთებისაჲ, დააკუეთებს და შეჰმუსრავს, რომელნი-იგი ეკუეთებოდინ მას ურწმუნოებითა საღმრთოთა სიტყუათაჲთა, და ვერ გულისჴმა-ჰყოფდენ, ვითარმედ იგი არს შემაერთებელი ორთა კიდეთა შორიელთა - ძუელისა და ახლისა შჯულისათაჲ.
1 პეტრე 2:8
7. თქუენდა უკუე არს პატივ, მორწმუნეთა მაგათ, ხოლო ურჩთათჳს - ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ საკიდურთა და ლოდ შებრკოლების და კლდე საცთურების,8. რომელნი შეჰბრკოლდებიან სიტყუასა მას ურჩებითა, რომელსაცა ზედა დაესხნეს.9. ხოლო თქუენ, ნათესავი რჩეული, სამეუფოჲ სამღდელოჲ, თესლი წმიდაჲ, ერი მოგებული, რაჲთა სათნოებითა მიუთხრობდეთ, რომელმან-იგი ბნელისაგან გიწოდნა თქუენ საკჳრველსა მას ნათელსა მისსა.
1 პეტრე თავი 2