მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 პეტრე 3:22

21. რომლისა სახედ აწ თქუენცა გაცხოვნებს ნათლის-ღებაჲ, არა ჴორცთაგან განშორებაჲ მწინკულისაჲ, არამედ გონებისა კეთილისა ტრფიალებაჲ ღმრთისა მიმართ აღდგომითა იესუ ქრისტესითა,22. რომელი არს მარჯუენით ღმრთისა, რომელი აღმაღლდა ზეცად და დაემორჩილნეს მას ანგელოზნი, ჴელმწიფებანი და ძალნი.
1 პეტრე თავი 3
22. რომელი არს მარჯუენით ღმრთისა, რომელი აღმაღლდა ზეცად და დაემორჩილნეს მას ანგელოზნი, ჴელმწიფებანი და ძალნი.
თავი დ̂. მორჩილებისათჳს მთავართაჲსა და ძმათ-მოყუარებისა და ღმრთისმსახურებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აღდგომითა იესუ ქრისტესითა, რომელი არს მარჯუენით ღმრთისა, რომელი ამაღლდა ზეცად და დაემორჩილნეს მას ანგელოზნი, ჴელმწიფებანი და ძალნი (3,21-22).:

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო თქუა სიკუდილი, რაჲთა არა ჰგონო ხრწნილებასა შინა დაშთომაჲ მისი, ამისთჳს აწ იტყჳს აღდგომასა. ხოლო მარჯუენით დაჯდომასა იტყჳს, ვითარმედ არა დააკლდა მასვე დიდებასა მამულსა, რაჟამს აღიყვანა ზეცად დასაბამი ბუნებისა ჩუენისაჲ და რომელსა-იგი ღმრთეებით მარადის ჰმორჩილობდეს ანგელოზთა ძალნი, ვითარცა დამბადებელსა მათსა, აწ ჴორცთა მათ თანა, ჩუენგან მიღებულთა, ითქუმის უახლესი მორჩილებაჲ მათი, საკჳრველებისა ამისთჳს ზეშთა აღმატებულისა; ვითარ ჴორცნი ესე სიგლახაკისა ჩუენისანი განღმრთობილ და თაყუანის-საცემელ იქმნნეს ყოველთავე ზეცისა ძალთაგან.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის