მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 პეტრე 4:5

4. რომლისაგან უკჳრს არა სლვაჲ თქუენი მასვე არაწმიდებისა აღრევასა და გგმობენ.5. რომელთა სიტყუაჲ მიუგონ მას, რომელნი-იგი განმზადებულ არს განშჯად ცხოველთა და მკუდართა.6. რამეთუ ამისთჳს ეხარა მკუდართა, რაჲთა ისაჯნენ კაცობრივ ჴორცითა და ცხონდენ ღმრთისა მიერ სულითა.
1 პეტრე თავი 4
5. რომელთა სიტყუაჲ მიუგონ მას, რომელნი-იგი განმზადებულ არს განშჯად ცხოველთა და მკუდართა.
თავი ე̂. განშორებისათჳს ბოროტთა საქმეთაგან და მოგებისათჳს სათნოებათაჲსა და სულიერთა ნაყოფთა, თითო-სახეობისაებრ მადლთაჲსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ კმა არიან ჩუენდა წარსრულნიცა იგი ჟამნი ამის ცხორებისანი ნებისა მისებრ წარმართთაჲსა აღსრულებად, რომელნი-იგი ვლენან არაწმიდებითა გულისთქუმათჲთა, მთრვალობითა, სიმღერითა, შუებითა და უჯეროჲთა კერპთმსახურებითა, რომლისაგან უკჳრს არა სლვაჲ თქუენი მასვე არაწმიდებისა აღრევასა და გგმობენ, რომელთა სიტყუაჲ მიუგონ მას, რომელი-იგი განმზადებულ არს განშჯად ცხოველთა და მკუდართა (4,3-5).:

თარგმანი: ფრიად სარგებელ არს გლოვაჲ გარდასრულთა მათ და უდებებით თანა-წარსრულთა დღეთა ჩუენთაჲ. ამას თანა და სასწავლელცა არს სიტყჳსა ამის მიერ, ვითარმედ: ესევითარი წარჴსნილი ცხორებაჲ პირუტყული არს და წარმართული, უცხოჲ მოქალაქობისაგან ქრისტიანეთაჲსა. ვინაჲცა ბოროტისა ჩუეულებისა მიდევნებულთა მათ უცხო უჩნს მოქცეული მისგან, და ამისთჳს უძჳრესად დაიშჯებიან, რამეთუ ნაცვალად ქებისა მგმობარნი არიან და მძაგებელნი სხუათა კეთილისანი. ხოლო შენ რაჟამს გესმეს შჯაჲ ცხოველთა და მკუდართაჲ, გულისჴმა-ჰყოფდ ზოგად, ვითარმედ სულთა და ჴორცთა შჯის გინა თუ მართალთა და ცოდვილთა, რამეთუ მართალთა ცხოველ უწოდს სათნოებისათჳს, ხოლო ცოდვილთა —მკუდარ, ცოდვასა შინა დაშთომისათჳს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის