თარგმანი: იხილე ვითარ მასვე დაწყებასა სიტყჳსასა ჰყოფს დასასრულ სიტჳსა. გარნა ხოლო მუნ ძისა მიერ იტყჳს შეწყალებასა ჩუენსა მამისა მიერ, ვითარმედ: მამამან ძისა მიერ შემიწყალნა ჩუენ. ხოლო აქა კუალად მამასა იტყჳს მწოდებელად ჩუენდა საუკუნესა მას დიდებასა. რამეთუ დაღაცათუ სიტყჳთა სწავლისაჲთა განგუამტკიცებს, არამედ ადგილ-ადგილ თანა-შეჰრთავს ქადაგებასა საიდუმლოჲსასა, ვითარმედ ზოგადი არს ცხორებაჲ ჩუენი მამისა და ძისა და სულისა წმიდისა მიერ. ხოლო მცირედ ვნებად უწოდს ყოველსავე ამის საწუთროჲსა განსაცდელთა და ჭირთა შემთხუევასა დაუსრულებელობისა მისთჳს საუკუნოჲსა სუფევისა. და კუალად რაჲთა აქაცა გჳჩუენოს, ვითარმედ არა ძალითა ჩუენითა, არამედ მის მიერითა განმტკიცებითა უძლურებისაგან და დამტკიცებითა შერყეულებისაგან და განძლიერებითა არაძლებულებისაგან და დამყარებითა კეთილსა ზედა წარვჰმართებთ ყოველსავე სათნოებასა. ამისთჳსცა ვჰმადლობთ და ვადიდებთ მას მარადის.
1 პეტრე 5:10
9. რომელსა წინა-აღუდეგით მტკიცენი სარწმუნოებითა, უწოდეთ, იგივე ვნებათაჲ მათ ამას სოფელსა შინა ძმობასა მას თქუენსა აღასრულებდით.10. ხოლო ღმერთმან ყოვლისა მადლისამან, რომელმან გიჩინნა თქუენ საუკუნესა მას დიდებასა მისსა ქრისტე იესუჲს მიერ, მცირედ-ღა თუ გევნო, მანვე განგამტკიცენინ თქუენ, დაგამტკიცენინ, განგაძლიერენინ და დაგამყარენინ.11. მისა დიდებაჲ და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
1 პეტრე თავი 5