...ალითი ვიხილეთ; მაშ, ჩვენც შევიყვაროთ იგი; რამეთუ უკიდურესი უგუნურებაა, არ გიყვარდეს ის, ვინც ასეა განწყობილი ჩვენდამი.
როგორც ამბობს: „რომელი მოკუდა ჩუენთჳს, რაჲთა, გინა თუ გუეძინოს გინა თუ გუეღჳძოს, ერთბამად მის თანა ვცხონდეთ.“ (). „ამისთჳს ნუგეშინის-სცემდით ურთიერთას და აღაშენებდით ურთიერთსა, ვითარცა-ეგე ჰყოფთცა.“ (). და სხვაგანაც კვლავ ამბობს: „აწ უკუე ნუმცა გუძინავს, ვითარცა-იგი სხუათა, არამედ მღჳძარე ვიყვნეთ და განვიფრთხოთ.“ (). მაგრამ იქ სხვაგვარ ძილს გულისხმობს, აქ კი – სხვას: რადგან აქ იგი ხორციელ სიკვდილს აღნიშნავს, იქ კი – ცხოვრებისადმი დაუდევრობას. მაშასადამე, რასაც იგი ამით აღნიშნავს, ესაა: ნუ გეშინიათ განსაცდელთა; თუნდაც მოვკვდეთ, ვიცოცხლებთ. ნუ წარიკვეთ სასოებას იმის გამო, რომ განსაცდელში ხარ; მტკიცე საწინდარი გაქვს: იგი თავის ძეს არ მოგვცე...