მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 თესალონიკელთა მიმართ 5:15

14. გლოცავ თქუენ, ძმანო, სწავლიდით უწესოთა მათ, ნუგეშინის-სცემდით სულმოკლეთა, თავს-იდებდით უძლურთა მათ, სულგრძელ იყვენით ყოველთა მიმართ.15. ეკრძალენით, ნუუკუე ბოროტისა წილ ბოროტი ვისმე მიაგოთ; არმედ მარადის კეთილსა შეუდეგით ურთიერთარს და ყოველთა მიმართ.16. მარადის გიხაროდენ.
1 თესალონიკელთა მიმართ თავი 5
15. ეკრძალენით, ნუუკუე ბოროტისა წილ ბოროტი ვისმე მიაგოთ; არმედ მარადის კეთილსა შეუდეგით ურთიერთარს და ყოველთა მიმართ.
თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხოლო გლოცავთ თქუენ, ძმანო, იცნითმცა მშრომელნი იგი თქუენ შორის და წინამძღუარნი იგი თქუენნი უფლისა მიერ და მასწავლელნი იგი თქუენნი. და უმეტესად შეჰრაცხენით იგინი სიყუარულით უფროჲს საქმისათჳს მათისა; და მშჳდობასა ჰყოფდით მათ თანა." ().

1. მოძღვართა პატივი და სიყვარულით მორჩილება

წინამძღოლს აუცილებლად აქვს სხვათა შეწუხების მრავალი საბაბი; როგორც მკურნალებს ხშირად უწევთ ავადმყოფთა შეწუხება, როცა ისეთ საჭმელსა და წამლებს უმზადებენ, რომლებიც სასიამოვნო არ არის, მაგრამ დიდ სარგებელს იძლევა; და როგორც მამებიც მრავალ შემთხვევაში მკაცრნი არიან შვილებისთვის, ასევე არიან მოძღვარნიც, და ბევრად უფრო მეტად. რამეთუ ექიმი, თუნდაც სნეულს შესძულდეს იგი, მაინც კეთილგანწყობას ხვდება მისი შინაურებისა და ახლობლებისაგან, ხშირად კი თვით სნეულისაგანაც; მამაც ბუნების ძალითაც და გარეგანი კანონებითაც დიდი სიადვილით იყენებს შვილზე ძალაუფლებას; თუნდაც შვილი მისი ნების საწინააღმდეგოდ დასაჯოს და გაკიცხოს, არავინ იქნება მისი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის