მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 თესალონიკელთა მიმართ 5:18

17. მოუკლებელად ილოცევდით.18. ყოველსა შინა ჰმადლობდით, რამეთუ ესე არს ნებაჲ ღმრთისაჲ ქრისტე იესუჲს მიერ თქუენდა მიმართ.19. სულსა ნუ დაავსებთ.
1 თესალონიკელთა მიმართ თავი 5
18. ყოველსა შინა ჰმადლობდით, რამეთუ ესე არს ნებაჲ ღმრთისაჲ ქრისტე იესუჲს მიერ თქუენდა მიმართ.
თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხოლო გლოცავთ თქუენ, ძმანო, იცნითმცა მშრომელნი იგი თქუენ შორის და წინამძღუარნი იგი თქუენნი უფლისა მიერ და მასწავლელნი იგი თქუენნი. და უმეტესად შეჰრაცხენით იგინი სიყუარულით უფროჲს საქმისათჳს მათისა; და მშჳდობასა ჰყოფდით მათ თანა." ().

1. მოძღვართა პატივი და სიყვარულით მორჩილება

წინამძღოლს აუცილებლად აქვს სხვათა შეწუხების მრავალი საბაბი; როგორც მკურნალებს ხშირად უწევთ ავადმყოფთა შეწუხება, როცა ისეთ საჭმელსა და წამლებს უმზადებენ, რომლებიც სასიამოვნო არ არის, მაგრამ დიდ სარგებელს იძლევა; და როგორც მამებიც მრავალ შემთხვევაში მკაცრნი არიან შვილებისთვის, ასევე არიან მოძღვარნიც, და ბევრად უფრო მეტად. რამეთუ ექიმი, თუნდაც სნეულს შესძულდეს იგი, მაინც კეთილგანწყობას ხვდება მისი შინაურებისა და ახლობლებისაგან, ხშირად კი თვით სნეულისაგანაც; მამაც ბუნების ძალითაც და გარეგანი კანონებითაც დიდი სიადვილით იყენებს შვილზე ძალაუფლებას; თუნდაც შვილი მისი ნების საწინააღმდეგოდ დასაჯოს და გაკიცხოს, არავინ იქნება მისი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის