...ნაგდო. რადგან თუ თვით ეს მცნებები დამრღვევებს სჯის და ჩვენთვის უსარგებლო ხდება, მით უმეტეს — ის წესები. ამბობს: „ხოლო ესე უწყით, ვითარმედ კეთილ არს შჯული, უკუეთუ ვინმე წესიერად იპყრას იგი; უწყი ესე, რამეთუ მართალსა შჯულ არა უც“ (). ამბობს: კეთილია და არც არის კეთილი. რას ნიშნავს ეს? — ამბობს იგი. თუ ვინმე მას რჯულიერად არ მოიხმარს, ნუთუ კეთილი არ არის? ასეთ შემთხვევაშიც კეთილია; მაგრამ მისი ნათქვამი ამას ნიშნავს: როცა კაცი მას საქმეებით აღასრულებს. რადგან მოციქულის სიტყვა, რომ ვინმე მას რჯულიერად მოიხმარს, აქ სწორედ ამას აღნიშნავს. ხოლო როცა სიტყვებით განმარტავენ მას, მაგრამ საქმეებით არღვევენ, ეს არის მისი ურჯულოდ მოხმარება; რადგან ასეთიც მოიხმარს მას, მაგრამ არა საკუთარი სარგებლობისთვის. ამასთანავე, სხვა რამის თქმაც შეიძლება. კერძოდ რა? მაგალითად, თუ რჯ...
1 ტიმოთეს მიმართ 1:8
7. უნდა მათ, რაჲთამცა იყვნეს შჯულის მოძღუარ, და არა იცოდეს, არცა რასა-იგი იტყჳან, არცა ვიეთთჳს დაამტკიცებენ.8. ხოლო ესე უწყით, ვითარმედ კეთილ არს შჯული, უკუეთუ ვინმე წესიერად იპყრას იგი;9. უწყი ესე, რამეთუ მართალსა შჯულ არა უც, არამედ უშჯულოთა და ურჩთა, უმსახურებელთა და ცოდვილთა, უღირსთა და ბილწთა, მამის მაგინებელთა და დედის მაგინებელთა, კაცის-მკლველთა,
1 ტიმოთეს მიმართ თავი 1