მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 4:7

6. ამას ასწავებდ ძმათა და იყო კეთილად მსახურ ქრისტე იესუჲსა და იზარდებოდი სიტყჳთა სარწმუნოებისაჲთა და კეთილითა მოძღურებითა, რომელსაცა შეუდგ.7. ხოლო შეგინებულთა მათ და დედაბერებრთა ზღაპართაგან იჯმენ. ხოლო იწუართე თავი შენი ღმრთის მსახურებასა,8. რამეთუ ჴორციელი წურთილებაჲ წუთერთ ჟამ სარგებელ არს; ხოლო ღმრთის მსახურებაჲ ყოვლითავე სარგებელ არს, რამეთუ აღთქუმაჲ აქუს ცხორებისაჲ აწინდელისა და მერმისაჲ.
1 ტიმოთეს მიმართ თავი 4
7. ხოლო შეგინებულთა მათ და დედაბერებრთა ზღაპართაგან იჯმენ. ხოლო იწუართე თავი შენი ღმრთის მსახურებასა,
მოძღვრება ჱ-ს სეკტემბერს ჩყჲდ-ს წელსა, გენათს მონასტერსა შინა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მართლმადიდებელნო ქრისტიანენო!

მოგილოცავნ აწინდელს დღესასწაულსა, დღეობასა ძველისა ამის დიდებულისა ტაძრისასა. მიხარის მე, ოდეს გხედავ თქვენ დღევანდელსა დღესასწაულსა ესრეთ შეკრებულთა სხვათა და სხვათა სოფლებითგან, ერთგულთა მლოცველთა და მსასოებელთა წმიდისა ამის ადგილისა და მრავალთა ძველთა და წარჩინებულთა სიწმინდეთა, რომელნი უხსოვარისა დროისაგან განისვენებენ მას შინა. მიხარის და ამასთანავე ყოველთვის მსურს და მოსურნე ვარ ძალისამებრ ჩემისა და საღმრთოისა მოვალეობისა, წინა-დაგიგო თქვენ რომელიმე სულიერი საზრდო, ესე იგი, მოგცე თქვენ რომელიმე მოძღვრება. გარნა რა საგანი აღმოვარჩიო დღეს ჩვენისა უბნობისათვის? რა საგანზე მოგცე დღეს თქვენ მოძღვრება? ვგონებ, რომელ, ვინაითგან თქვენ ყოველნი აქ მდგომნი შეკრებულ-ხართ სხვათა და სხვათა მხარეთაგან, ზოგიერთნი თქვენგანნი არის მოსულნი შორითგან, მაშასადამე საგანიცა აწინდელისა ჩვენისა უბნობისა უნდა იყოს სასარგებლო და საჭირო არა ერთისა ანუ ორისა პირისათვის, არამედ საზოგადოდ ყოველთა ჩვენსა სამწყსოსა შინა მცხოვრებთათვის. იგი უნდა შეეხებოდეს არა ერთსა ანუ ორსა პირსა, არამედ ყოველთა ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებთა. და...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის