„ხოლო ქურივთა ჭაბუკთა განეშორე, რამეთუ რაჟამს დაიმღერნიან ქრისტესნი იგი, ქორწინების უნებნ. აქუს მათ საშჯელი, რამეთუ პირველი იგი სარწმუნოებაჲ შეურაცხ-ყვეს. და ამას თანა უქმობასა ისწავებენ და მიმოსლვასა სახლითი სახლად, არა ხოლო უქმობასა, არამედ სიჩქურესა და გამოწულილვასა და იტყჳედ უჯეროსა. მნებავს უკუე ჭაბუკთა ქორწინებაჲ, შვილთა სხმაჲ, სახლისა პყრობაჲ და არცა ერთისა მიზეზისა ცემად მჴდომსა ადგილად გინებისა. რამეთუ აწვე ვინმე გარდაიქცეს შედგომად ეშმაკისა.“ ().
1.
პავლემ ქვრივების შესახებ ვრცელი სიტყვა წარმოთქვა, მათი ასაკიც განსაზღვრა, როცა თქვა: „ქურივადმცა შერაცხილ არს ნუ უნაკლულესი სამეოცისა წლისაჲ“ (), და ქვრივის თვისებაც გვასწავლა, როცა თქვა: „უკუეთუ შვილნი განზარდნა, უკუეთუ სტუმარნი ისტუმრნა, უკუეთუ წმიდათა ფერჴნი დაჰბანნა“ (). აქ კი კვლავ ამბობს: „ხოლო ქურივთა ჭაბუკთა განეშორე“ (<span...