მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 5:20

19. ხუცისათჳს შესმენასა ნუ თავს-იდებ, გარნა ორითა და სამითა მოწამითა.20. და რომელნი-იგი ცოდვიდენ, წინაშე ყოველთაჲსა ამხილე, რაჲთა სხუათა მათ ეშინოდის.21. ვწამებ წინაშე ღმრთისა და უფლისა იესუ ქრისტესა და რჩეულთა ანგელოზთასა, რაჲთა-ესე დაიმარხო თჳნიერ ორგულებისა, ნურარას ჰყოფ თუალთ-ღებით.
1 ტიმოთეს მიმართ თავი 5
20. და რომელნი-იგი ცოდვიდენ, წინაშე ყოველთაჲსა ამხილე, რაჲთა სხუათა მათ ეშინოდის.
ჰომილია 15
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხოლო ქურივთა ჭაბუკთა განეშორე, რამეთუ რაჟამს დაიმღერნიან ქრისტესნი იგი, ქორწინების უნებნ. აქუს მათ საშჯელი, რამეთუ პირველი იგი სარწმუნოებაჲ შეურაცხ-ყვეს. და ამას თანა უქმობასა ისწავებენ და მიმოსლვასა სახლითი სახლად, არა ხოლო უქმობასა, არამედ სიჩქურესა და გამოწულილვასა და იტყჳედ უჯეროსა. მნებავს უკუე ჭაბუკთა ქორწინებაჲ, შვილთა სხმაჲ, სახლისა პყრობაჲ და არცა ერთისა მიზეზისა ცემად მჴდომსა ადგილად გინებისა. რამეთუ აწვე ვინმე გარდაიქცეს შედგომად ეშმაკისა.“ ().

1.

პავლემ ქვრივების შესახებ ვრცელი სიტყვა წარმოთქვა, მათი ასაკიც განსაზღვრა, როცა თქვა: „ქურივადმცა შერაცხილ არს ნუ უნაკლულესი სამეოცისა წლისაჲ“ (), და ქვრივის თვისებაც გვასწავლა, როცა თქვა: „უკუეთუ შვილნი განზარდნა, უკუეთუ სტუმარნი ისტუმრნა, უკუეთუ წმიდათა ფერჴნი დაჰბანნა“ (). აქ კი კვლავ ამბობს: „ხოლო ქურივთა ჭაბუკთა განეშორე“ (<span...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ“ (7,1).:

...-ვყოთ სიტყუაჲ ესე, არა ჯერ-არსა მოქმედთა ცოდვისათა ბრალობად? ვითარ უკუე სხუასა ადგილსა იტყჳს მოციქულივე: „ზედაადეგ ჟამითი-უჟამოდ, ამხილე, შეჰრისხენ და ნუგეშინის-ეც“? და კუალად იტყჳს: „რომელნი-იგი ცოდვიდენ, წინაშე ყოველთა ამხილე, რაჲთა სხუათა მათ ეშინოდის“. და კუალად ქრისტემან ჰრქუა პეტრეს: „უკუეთუ ცოდოს ძმამან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინო ძმაჲ შენი. უკუეთუ შენი არა ისმინოს, მიიყვანე შენ თანა ერთი ანუ ორი სხუაჲ. უკუეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა“.

იხილე, რავდენნი მამხილებელნი წარმოუდგინნა, და არა ხოლო მამხილებელნი, არამედ დამსჯელნიცა, რამეთუ თქუა: „უკუეთუ კრებულისაჲცა არავე ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი“.

ანუ ვითარ მისცნა კლიტენი და უბრძანა შეკრვად და განჴსნად, უკუე-თუ არა უჴმდა განკითხვაჲ? ცუდ იყო ესე ყოველი?

და აწცა სოფელსა შინა, უკუეთუ ესე სიტყუაჲ ეგრეთ ეგოს, ვითარ იყოს წესიერებაჲ სოფლისაჲ ანუ ეკლესიათაჲ? რამეთუ უკუეთუ არა განიკითხოს უფალმან მონაჲ, და მამამან - შვილი, და მეგობარმა...

სრულად ნახვა