მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 5:8

7. და ამას ამცნებდ, რაჲთა უბრალო იყვნენ.8. ხოლო უკუეთუ ვინმე თჳსთა და უფროჲსღა სახლეულთა არა მოღუაწე იყოს, სარწმუნოებაჲ უარ-უყოფიეს და არს იგი ურწმუნოჲსა უძჳრეს.9. ქურივადმცა შერაცხილ არს ნუ უნაკლულესი სამეოცისა წლისაჲ, რომელი ყოფილ არს ერთის ქმრის ცოლ,
1 ტიმოთეს მიმართ თავი 5
8. ხოლო უკუეთუ ვინმე თჳსთა და უფროჲსღა სახლეულთა არა მოღუაწე იყოს, სარწმუნოებაჲ უარ-უყოფიეს და არს იგი ურწმუნოჲსა უძჳრეს.
ჰომილია 14
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხოლო უკუეთუ ვინმე თჳსთა და უფროჲსღა სახლეულთა არა მოღუაწე იყოს, სარწმუნოებაჲ უარ-უყოფიეს და არს იგი ურწმუნოჲსა უძჳრეს." ().

1.

ბევრს ჰგონია, რომ ცხონებისთვის საკუთარი სათნოება ჰყოფნით; და თუ თავიანთ ცხოვრებას კარგად მოაწყობენ, ფიქრობენ, რომ ცხონებისთვის აღარაფერი აკლიათ. მაგრამ სწორად არ ფიქრობენ. ამას ისიც აჩვენებს, რომელმაც ერთი ტალანტი დამარხა; რადგან მან იგი დაკლებული კი არ წარადგინა, არამედ მთლიანი და ისეთი, როგორიც მიმბარებელმა მისცა. ამას აქაც ნეტარი პავლე აჩვენებს, როცა ასე ამბობს: „ხოლო უკუეთუ ვინმე თჳსთა... არა მოღუაწე იყოს“ (). ყოველგვარ ზრუნვას გულისხმობს: სულისადმი ზრუნვასაც და სხეულისადმიც; რადგან ესეც ზრუნვაა. ხოლო ვინც საკუთარებზე, და განსაკუთრებით სახლეულებზე, ანუ ნათესაობით დაკავშირებულებზე არ...

სრულად ნახვა
ჰომილია 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...ამბობს ეს ნეტარი სხვა ადგილასაც: „ღმერთსა აღიარებენ ვითარმედ იციან, ხოლო საქმითა უარ-ჰყოფენ“ ()1; და კვლავ: „სარწმუნოებაჲ უარ-უყოფიეს და არს იგი ურწმუნოჲსა უძჳრეს“ (); და კვლავ: „უკუეთუ ვინმე ძმაჲ სახელდებულ იყოს მეძავ ანუ ანგაჰრ, გინა კერპთ-მსახურ“ (), ასეთი ღმერთს პატივს არ სცემს; და კვლავ: „ძმისა თჳსისა მოძულე ღმერთს არა იცნობს“ (; )1. ხედავ, რამდენი სახეა უკეთურებისა? ამიტომ ამბობს: „ყოვლითა ღმრთის მსახურებითა და სიწმიდითა“ (). რადგან უკრძალველი მარტო მეძავი კი არ არის, არამედ ანგარიც შეიძლება უკრძალველად და თავშეუკავებლად იწოდოს; ვინაიდან ეს სურვილიც სხეულთა სურვილზე არანაკ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ პბ სათნოებისათჳს და სოფლისა საქმეთათჳს:

...ლისმოქმედებისანი მოუცემიან ჩუენდა ღმერთსა, რაჲთა რომელსამე ვითარცა ნათესავსა ვსწყალობდეთ, და რომელსამე - ვითარცა მეგობარსა, და რომელსამე - ვითარცა მეცნიერსა, და რომელსამე - ვითარცა კაცსა ჩუენისა ბუნებისასა. ხოლო უკუეთუ ყოველი ესე შეურაცხ-ვყოთ, გუესმეს პავლეს მიერ, ვითარმედ: „უძჳრეს ხარ შენ წარმართთასა“, რამეთუ მათ, რომელთა არარაჲ ასმიეს მოწყალებისა და სასუფეველისათჳს, გძლეს მოწყალებითა. ხოლო შენ, რომელსა გისწავიეს მტერთაცა სიყუარული, მეგობარნიცა მტერად გიჩნანა და ოქროჲ უფროჲს გეწყალის, ვიდრე კაცნი? ვინაჲ შემოვიდა ესეოდენი ესე უწყალოებაჲ და ბოროტებაჲ? რამეთუ უკუეთუმცა ვინმე დაჯდა ადგილსა მაღალსა განცდად საქმეთა კაცობრივთა, რაოდენმცა იტირა და მწუხარე იქმნა, და რაზომცა განიკითხა იგი?

რამეთუ საქმეთა ვიქმთ, რომელნი ღირს არიან სიცილისა და კიცხევისა: იგი ვინმე ზრდის ძაღლთა ნადირობად ველურთა ნადირთა, და თჳთ უუგუნურეს ნადირთასა იქმნების; სხუაჲ ზრდის ქორთა და შავარდენთა და ოქროსა ფრიადსა წარაგებს ესევითართა ზედა და კაცთა შიმშილითა მომყმართა არა მიჰხედავს; სხუაჲ კუალად ოქროსოფიოთა და მარმარილოთა კრებს და დაასხამს კედელთა და გლახაკთა შიშუელთა მცირესაცა სამოსელსა არა მისცემს; და ურიცხუნი აქუნდიან სამოსელნი, და გლახაკთა ერთიცა არა აქუნ.

დ...

სრულად ნახვა