მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 6:1

1. რაოდენნი-იგი არიან უღელსა ქუეშე მონებისასა, თჳსნი იგი უფალნი ყოვლისავე პატივისა ღირსად შეჰრაცხნედ, რაჲთა არა სახელი ღმრთისაჲ და მოძღურებაჲ ესე იგემოს.2. რომელთა მორწმუნენი ესხნენ უფალნი, ნუ შეურაცხ-ჰყოფედ, რამეთუ ძმანი არიან; არამედ უფროჲსად ჰმონებდედ, რამეთუ მორწმუნენი არიან და საყუარელნი და ქველის საქმესა შემწენი. ამას ასწავებდ და ნუგეშინის-სცემდ.
1 ტიმოთეს მიმართ თავი 6
1. რაოდენნი-იგი არიან უღელსა ქუეშე მონებისასა, თჳსნი იგი უფალნი ყოვლისავე პატივისა ღირსად შეჰრაცხნედ, რაჲთა არა სახელი ღმრთისაჲ და მოძღურებაჲ ესე იგემოს.
ჰომილია 16
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ვწამებ წინაშე ღმრთისა და უფლისა იესუ ქრისტესა და რჩეულთა ანგელოზთასა, რაჲთა-ესე დაიმარხო თჳნიერ ორგულებისა, ნურარას ჰყოფ თუალთ-ღებით. ჴელთა ადრე-ადრე ნუვის დაასხამ, ნუცა ეზიარები სხჳსა ცოდვათა; თავი შენი წმიდად დაიმარხე. ნუ წყალსა ხოლო სუამ, არამედ ღჳნოჲცა მცირედ იჴუმიე სტომაქისათჳს და ზედაჲსზედა უძლურებისა შენისათჳს.“ ().

1.

ეპისკოპოსებზე, დიაკონებზე, კაცებზე, ქალებზე, ქვრივებზე, ხუცესებზე და ყოველივე დანარჩენზე საუბრის შემდეგ, და მას შემდეგ, რაც აჩვენა, რამდენი რამ აქვს ეპისკოპოსს მინდობილი, როცა განკითხვაზე ლაპარაკობდა, დასძინა: „ვწამებ წინაშე ღმრთისა და უფლისა იესუ ქრისტესა და რჩეულთა ანგელოზთასა, რაჲთა-ესე დაიმარხო თჳნიერ ორგულებისა, ნურარას ჰყოფ თუალთ-ღებით“ (). და ამის შემდეგ საშინელი სიმძაფრით ამცნებს; რადგან, იმის მიუხედავად, რომ ტიმოთე საყვარელი შვილი იყო, არ მოჰრიდებია. რადგან მან, ვინც საკუთარ თავზე არ...

სრულად ნახვა
ჰომილია 18
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

...ა ჩუენისა იესუ ქრისტესა, რომელ-იგი ჟამთა თჳსთა აჩუენოს ნეტარმან მან და მხოლომან ძლიერმან მეუფემან მეუფეთამან და უფალმან უფლებათამან, რომელსა მხოლოსა აქუს უკუდავებაჲ და ნათელსა მყოფ არს მიუწდომელსა, რომელი არავინ იხილა კაცთაგანმან, არცა ხილვად ჴელ-ეწიფების, რომლისაჲ არს პატივი და ძალი საუკუნოჲ. ამინ.“** ().

1.

კვლავ ღმერთს იმოწმებს, როგორც ცოტა ხნის წინაც გააკეთა: ერთდროულად შიშს აძლიერებს, მოწაფეს უფრო მტკიცედ ამყარებს და აჩვენებს, რომ მცნებები ადამიანური არ არის; რათა მან, თითქოს თვით მეუფისგან იღებდეს ამ ბრძანებას, მუდამ გონებაში ჰყავდეს მოწმე, რომლისგანაც მოისმინა, და ხსოვნამ მისი გონება შეარყიოს. ამბობს: „გამცნებ შენ წინაშე ღმრთისა, რომელმან ცხოველ ყვნის ყოველნი“ (). აქ საფრთხეთა წინაშე შეგონებაც არის და აღდგომის შეხსენებაც. და ამბობს: „და ქრისტე იესუჲსა, რომელმან-იგი წამა პონტოელისა პილატეს ზე“ (). კვლავ მოძღვრისგან მოდის შეგონება....

სრულად ნახვა
ჰომილია 17
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...ც ვეღარ შეძლებენ. ესე იგი, მოსასრველად და წარსაწყმედელად. რადგან წერია: „რამეთუ ძირი არს ყოველთა ბოროტთაჲ ვეცხლის მოყუარებაჲ, რომლისა-იგი ვიეთმე გული უთქუმიდა და შესცთეს სარწმუნოებისაგან და თავნი თჳსნი შესთხინეს სალმობათა მრავალთა“ (). აჰა, ორ რამეს ასახელებს; მაგრამ ის, რაც მათთვის უფრო ძლიერი ჩანს, აქ ბოლოში მოაქცია - მრავალი სალმობა. ამას სხვაგვარად ვერ შეიტყობ, თუ მდიდრებთან არ იცხოვრებ და არ ნახავ, რამდენს ჩივიან და რამდენს გლოვობენ.

ხოლო შენ კი, ღვთის კაცო. დიდი ღირსებაა, რადგან, მართალია, ყველანი ღვთის ადამიანები არიან, მაგრამ განსაკუთრებით მართალნი: არა მხოლოდ შექმნის საფუძვლით, არამედ შეთვისებისა და ღმერთთან სიახლოვის საფუძვლითაც. თუ ღვთის კაცი ხარ, ამბობს, ნურც ზედმეტს ეძებ და ნურც იმას, რაც ღმერთთან არ მიგიყვანს, არამედ: „ამას ევლტოდე, შეუდეგ სიმართლესა, ღმრთის მსახურებასა, სარწმუნოებასა, სიყუარულსა, მოთმინებასა, სიმშჳდესა“ (

სრულად ნახვა
ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...2 ტიმ 4:1). ან ცოდვილებსა და მართალთ ამბობს, ან გარდასულთაც და ახლა მყოფთაც, რადგან მრავალი ცოცხალი დარჩება. წინა ეპისტოლეში აშინა იგი, როდესაც ამბობდა: „გამცნებ შენ წინაშე ღმრთისა, რომელმან ცხოველ ყვნის ყოველნი“ (); აქ კი უფრო საშინელი დადო: „რომელმან განსაჯნეს ცხოველნი და მკუდარნი“ (), ანუ ვინც პასუხისგებას მოსთხოვს; „გამოჩინებისაებრ მისისა და სუფევისა მისისა“ ().

განკითხვა როდის? მის გამოჩინებაში, დიდებითურთ და სასუფევლითურთ. ან ამას ამბობს, რომ ისე არ მოვა, როგორც ახლა; ან იმას, რომ გიმოწმებ მის გამოჩინებასა და მის სასუფეველს. მას მოწმედ მოუხმობს და აჩვენებს, რომ ესეც შეახსენა მას. შემდეგ, როცა ასწავლის, როგორ უნდა იქადაგოს სიტყვა, დასძენს: **„ქადაგე სიტყუაჲ, ზედა-ადეგ ჟამითი-უჟამოდ, ამხილე, შეჰრისხენ და ნუგეშინის-ეც ყოვლითა სულგრძელებითა და მოძღუ...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1985 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ღეთივკურთხეულნო და ღვთისსაყვარელნო ივერნო, ძენო და ასულნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა::

...1 იოანე 4,5). ამიტომაც გულმოდგინედ ცდილობენ შეუდგნენ „სიმართლესა, ღმრთის მსახურებასა, სარწმუნოებასა, სიყვარულსა, მოთმინებასა, სიმშჳდესა“ (), რათა აღასრულონ წმ. პავლეს დარიგება: „მოიღუაწე ღუაწლი იგი კეთილი სარწმუნოებისაჲ“().

როცა მეორე სიცოცხლეზე საუბრობს უფალი, ასე გვაფრთხილებს: „...იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ, რომელი მიიყვანებს ცხორებასა, და მცირედნი არიან, რომელნი ჰპოებენ მას“().

გადის თვეები, წლები... დიდთა და მცირეთ, ჩინებულთა და უჩინოთა, ბოროტთა და კეთილთ - ყველას დაუდგება მიწიერ ყოფასთან განშორების დღე. გარდაცვალება სინამდვილეში ხელახალი შობაა სხვა სამყაროში. ბედნიერი ხარ, თუ ეს სიტყვები შენც შეგეხება: „ნეტარ არს გზა ეგე, რომელსა წარმართებულ ხარ დღეს, სულო, რამეთუ ადგილი განსასვენებელი მოგელის შენ“ (კურთხევანი).

მტკივნეულია ახლობელთან განშორება, მაგრამ ცრემლებისა და მწუხარების მიღმა უნდა დავინახოთ ნათელი დაუღამებელი, რომლითაც მოცულია განსვენებულის სული; უნდა დავინახოთ ქრისტეს მიერ სიკვდილის ძლევა.

გულდასმით უნდა ვიკითხოთ დიდებულთა და ღვთისსათნო ჩვენთა წინაპართა ისტორია, უნდა საფუძვლია...

სრულად ნახვა
საუბარი 20. „და გამოვიდა კაინ პირისაგან ღმრთისა" (დაბ 4:16)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. შეგონება სათნოებისა და გულუხვობისკენ:

...ა ეს დამღუპველი ვნებები აღმოიფხვრას, ესე იგი, რისხვა, შური, ბოროტთახსოვრობა. როცა ეს ვნებები მოისპობა, მაშინ ფულის ვნებასაც უფრო ადვილად ალაგმავთ და როცა ეს ვნება შესუსტდება, მაშინ უფრო მეტი სიადვილით მოისპობა ამაო ზრახვები და სამარცხვინო გულისთქმანი: „რამეთუ ძირი არს ყოველთა ბოროტთაჲ ვეცხლის მოყუარებაჲ" (). როცა ფესვს მოვკვეთთ და სიღრმიდან ამოვგლეჯთ, მაშინ ტოტებთანაც უფრო ადვილად გავართმევთ თავს. ფულის სიხარბე, ასე ვთქვათ, ბოროტების ციხესიმაგრე და მანკიერებათა მწვერვალია: ამიტომ, თუ გადავწყვეტთ მის დამორჩილებას, მაშინ არაფერი შეგვიშლის, რომ ამ უგუნური ვნებისგან განვთავისუფლდეთ, ხოლო მასთან ერთად ყველა დამღუპველი ვნებაც ამოვგლიჯოთ და მოვსპოთ. და ნუ გეგონებათ, რომ ფულის უგულებელყოფა ძნელი და მძიმე საქმეა. როცა ვფიქრობ, რომ მრავალნი, ცარიელი და ამაო პატივმოყვარეობის გამო, უმიზეზოდ ხარჯავენ უამრავ ოქროს, მხოლოდ იმისთვის, რომ მდაბიო და უღირს ადამიანთაგან შექებას დაიმსახურონ, რომელიც საღამომდე ვერ ძლებს, ხშირად კი საღამომდეც არ დაჰყვება, არამედ, სანამ დღე დამთავრდება, უამრავ უსიამოვნებას ეცვლება; ხოლო სხვები, ელინური ცდომილებით მოტყუებულნი, ასევე ადამიანური დიდებისა და მისი მაღალი შეფასების ვნებით, ყოველივეს ისვრიან რაც აქვთ და, მხოლო...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ მ: ვითარმედ სრული სათნოებითა იგი არს, რომელი ყოველთა მცნებათა იქმოდის; და მოწყალებისათჳს:

...უ ილოცვიდეს ფრიად, და მოწყალებაჲ არა აქუნდეს? ანუ მოწყალებაჲ აქუნდეს, გარნა მოტაცებულისაგან, ანუ მაჩუენებლობით კაცთათჳს? ანუ კეთილად იქმოდის მოწყალებასა, გარნა ზუაობდეს, ანუ თუ მდაბალი იყოს, გარნა ვეცხლისმოყუარებაჲ აქუნდეს, დედაჲ იგი ყოველთა ბოროტთაჲ?

„რამეთუ ძირი ყოვლისა ბოროტისაჲ ვეცხლისმოყუარებაჲ არს“, და ვივლტოდით უკუე მისგან, რამეთუ მან სოფელი ყოველი დაუწყნარებელყო. ესე მონებისაგან ქრისტესისა განგუაშორებს, რამეთუ „შეუძლებელ არს მონებაჲ ღმრთისაჲ და მამონაჲსი“. ; რამეთუ ქრისტე გუამცნებს მოწყალებასა, ხოლო იგი - მტაცებლობასა; ქრისტე გჳბრძანებს, რაჲ-თა შეუნდობდეთ თანამდებთა ჩუენთა, ; ხოლო იგი, - რაჲთა რომელთა არა ევნოს, მათცა ვავნებდეთ; ქრისტე იტყჳს, ვითარმედ: „მოწყალე იყავ“, ხოლო იგი იტყჳს: უწყალო იყავო და გულფიცხელ და ნურარად შეგირაცხიან ცრემლნი გლახაკთანი, - რაჲთა მას დღესა უწყალო იყოს უფალი ჩუენ ზედა, რამეთუ მაშინ ყოველი საქმჱ ჩუენი წინაშე თუალთა ჩუენთა წარმოგჳდგეს და ჩუენ მიერ ჭირვე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ღმერთი არავინ სადა იხილა“ (1,18).:

...დებელისა მის; რამეთუ უკუეთუ უჴორცოთა ბუნებასა, რომელნი დაბადებულნივე არიან, ვერ შემძლებელ ვართ ხილვად განცხადებულად, და ესე მრავალგზის გამოჩინებულ არს ანგელოზთა მიერ, მაშა უჴორცოჲ იგი დაუბადებელი ბუნებაჲ ვითარმცა ვინ იხილა? ამისთჳსცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „რომელი არავინ იხილა, ვერცა ხილვად შემძლებელ არს“. გარნა რასა იტყჳთ, ნუუკუე მამასა ოდენ აქუსა ესე და ძესა არა? ისმინე მისივე პავლესი, ვითარმედ: „ხატი არს უხილავისა ღმრთისაჲ“. ხოლო უხილავისა ხატი უხილავივე არს, თუ არა, ვითარ იყოს ჭეშმარიტად ხატ მისა? ამისთჳსცა იტყჳს, ვითარმედ: „რომელი-იგი გამოჩნდა ჴორცითა“, რამეთუ გამოჩინებაჲ იგი ჴორცთაჲ იყო და არა ბუნებისა მის ღმრთეებისაჲ. და რაჲთა სცნა, ვითარმედ არა კაცთა მიერ ოდენ უხილავ არს, არამედ ანგელოზთა მიერცა, ამისთჳს დიდმან პავლე თქუა რაჲ, ვითარმედ: „ღმერთი გამოჩნდა ჴორცითა“, და მეყსეულად შესძინა, ვითარმედ: „ეჩუენა ანგელოზთა“. ამის მიერ საცნაურ არს, ვითარმედ ანგელოზთაცა მაშინ ეჩუენა, რაჟამს ჴორცნი შეიმოსნა. ხოლო ამისა პირველ ვერ ჰხედვიდეს მას, რამეთუ მათდაცა უხილავ იყო ბუნებაჲ იგ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მის თანა ცხორებაჲ იყო“ (1,4).:

...(იოან. 5,26) არამედ ვითარცა-იგი მამისათჳს არა იტყჳ ამათ სიტყუათა მიერ, ვითარმედ ორკეცი არს, ეგრეთვე ნუცა ძესა იტყჳ, რამეთუ სხუასა ადგილსა წერილ არს, ვითარმედ: „ნათელ არს ღმერთი“; და კუალად იტყჳს: „ნათელსა შინა მკჳდრ არს თუალთშეუდგამსა“. ხოლო ესე ყოველი თქუმულ არს, არამედ არა ამისთჳს, რაჲთა შეზავებულებაჲ გულისხმა-ვყოთ მისთჳს და ორკეცობაჲ, არამედ რაჲთა მცირედ-მცირედ მივიწინეთ სიმაღლესა მას ღმრთისმეტყუელებისასა. რამეთუ ვინაჲთგან ვერვინ გულისხმა-ჰყოფდა ესრეთ ადვილად, თუ ვითარ არს არსებით ცხორებაჲ მისი, ამისთჳს პირველი იგი მდაბალი სიტყუაჲ თქუა და მერმე სიმაღლედ აღიყვანებს, რამეთუ რომელმან-იგი თქუა, ვითარმედ: „მისცა მას, რაჲთა აქუნდეს ცხორებაჲ“, იგივე კუალად იტყჳს: „მე ვარ ცხორებაჲ“, და „მე ვარ ნა-თელი“. და ვითარი-მე არს იგი ნათელი? რამეთუ არა თუ ესრეთ ხილულ არს იგი, არამედ უხილავი განმანათლებელი სულისაჲ. და ვინაჲთგან ეგულებოდა ქრისტეს თქუმად, ვითარმედ: „ვერვინ მოვალს ჩემდა, უკუეთუ არა მამამან მოიყვანოს ჩემდა იგი“,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ პ ვეცხლისმოყუარებისათჳს:

...უარე ყოვლადვე უჴმარ არს და ყოველთა მიერ საძულელ. და რად ვიტყჳ მთავარსა და ერისთავსა? დაღაცათუ მეფჱ იყოს ანგაჰრი და ვეცხლისმოყუარე, ყოველთა უსაწყალობელეს არს და მავნებელ არს ყოვლისა სოფლისა, ყოველთაგან მოიტაცებნ, ყოველთაგან მოიხუეჭნ.

ამისთჳს წერილ არს, ვითარმედ: „არარაჲ არს უძჳრეს ვეცხლისმოყუარებისა“; არა იცის განძღომაჲ, არავინ უვის მოყუარე, ყოველთა უუბადრუკეს არს. ვითარცა იგი, რომელი მძლე ექმნას ვნებასა მას, სანატრელ არს, დაღაცათუ მონაჲ იყოს, საწადელ არს ყოველთა მიერ, რამეთუ სათნოებაჲ მუშაკთა თჳსთა საწადელ და სანატრელ ჰყოფს ყოველთა მიერ.

აწ უკუე, კაცო, ნუ მწუხარე ხარ, უკუეთუ სიგლახაკესა შინა იყო, არამედ მოიგე სიმდიდრე სათნოებისაჲ და ნეტარ იყოს შენდა. რომელი სულითა გლახაკ იყოს, დაღაცათუ ყოველი სოფელი აქუნდეს, იგი მდიდრად არა შემირაცხიეს; ეგრეთვე რომელი სულიერად მდიდარ იყოს, დაღაცათუ პურიცა არა აქუნდეს, მას არა ვიტყჳ გლახაკად.

რამეთუ სული უმთავრეს არს და უპატიოსნეს ჴორცთასა, და ვერ ძალუც უდარესსა მას უაღრესისა თავისა თჳსისა წესსა შეცვალებად, რაჲთამცა თჳსითა სიგლახაკითა დააგლახაკა მისი იგი სიმდიდრე, ანუ თჳსითა სიმდიდრითა განამდიდრამცა მისი სიგლახაკე. არამედ უფროჲსად უაღრესი იგი უდარესსა მას მიიზიდავს თჳსისა მიმართ წესისა.

დ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოდ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოდ რაჲთა ვისწრაფოთ აქავე კურნებად წყლულებათა სულთა ჩუენთასა:

...იდრე, შთავარდებიან განსაცდელსა და გულისთქუმათა მავნებელთა, რომელნი დაანთქმენ კაცსა წარსაწყმედელად“; და კუალად იტყჳს: „უფალი ახლოს არს, ნურას იურვით“; და „ძირი ყოველთა ბოროტთაჲ არს ვეცხლისმოყუარებაჲ“.

გნებავსა ხილვად სხუაჲ მკურნალი? ისმინე მისიცა განწესებაჲ: „ვერ ჴელ-გეწიფებისო მონებად ღმრთისა და მამონაჲსა“; და კუალად გასწავლის სახესა სიმრთელისასა და იტყჳს: „ნუ იუნჯებთო ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და მპარავთა დათხარიან და განიპარიან“. ხოლო ამას ყოველსა თანა გიჩუენებს სახესაცა, რაჲთა იხილნე სნებისა მის ბოროტნი, და წინაგიყოფს მდიდარსა მას, რომელი წადიერ იყო მიმთხუევად ცხორებისა და სიმრთელისა და ვერ უძლო მიმთხუევად ანგაჰრებისაგან მისისა. და კუალად ამას თანა სხუაჲ მახარებელი გიჩუენებს მეორესა მას მდიდარსა, რომელი იწუებოდა ცეცხლსა შინა და არცა თუ წუეთისა ერთისა წყლისა უფალ იყო.

კუალად იტყჳს სახიერი იგი მ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა წარვიდა მიერ, აჰა მო-ვინმე-უჴდა მას კაცი ერთი და ჰრქუა: მოძღუარო სახიერო, რაჲ-მე კეთილი ვქმნე, რაჲთა მაქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ?“ (19,15-16).:

...ო იესუ მიხედა და შეუყუარდა იგი“. გარნა დიდ არს მძლავრებაჲ იგი ვეცხლისმოყუარებისაჲ. დაღაცათუ სხჳთა სახითა კეთილ და სათნო ვიყვნეთ, უკუეთუ იგი გუეუფლოს, ყოველსავე განჰრყუნის. ამისთჳს იტყჳს პავლე მოციქული, ვითარმედ: „ძირი ყოველთა ბოროტთაჲ არს ვეცხლისმოყუარებაჲ“, და მისგან აღმოეცენებიან ურიცხუნი ვნებანი.

ხოლო მო-რაჲ-უჴდა უფალსა და ჰრქუა: „მოძღუარო სახიერო, რაჲ კეთილი ვქმნა, რაჲთა მაქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ“, რაჲსათჳს ესრეთ მიუგო ქრისტემან, ვითარმედ: „არავინ არს სახიერ, გარნა მხოლოჲ ღმერთი“? ესე ესრეთ გულისჴმა-ყავთ: ვინაჲთგან კაცი იგი, ვითარცა კაცსა ლიტონსა, მოძღურებითა სავსესა, მოუჴდა და არა ვითარცა ღმერთსა, ამისთჳს კაცობრივ ყო უფალმან მისა მიმართ სიტყუაჲ; და ამას მრავალგზის იქმს, იჭჳსაებრ მკითხველთაჲსა მისცემს პასუხსა, ვითარცა-იგი ოდესმე იტყოდა: „ჩუენ თაყუანის-ვსცემთ, რომელი ვიცით“, გონებისაებრ და უძლურებისა დედაკაცისა მის მიუგო; და კუალად თქუა: „უკუეთუ მე ვწამებ თავისა ჩემისათჳს, წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ“. და ესევითარი მრავალი ჰპოო, რომ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ არიან წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“ (5,8).:

...მეთუ ესერა ხილვაჲ ღმრთისაჲ აღუთქუა წმიდათა გულითა, რომლისათჳს თქუა დიდმან იოვანე, ღმრთისმეტყუელებისა ნესტუმან, ვითარმედ: „ღმერთი არავინ სადა იხილა“. დაამტკიცებს ნეტარი პავლეცა სიტყუასა ამას და იტყჳს: „რომელი იხილა არავინ კაცთაგანმან, არცა ხილვად ჴელ-ეწიფების“. ვითარ არს სიტყუაჲ ესე, რომელ უფალმან თქუა: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“, და ნეტართა მათ მოციქულთა თქუეს, ვითარმედ შეუძლებელ არს ხილვაჲ ღმრთისაჲ? გარნა ესე ესრეთ გულისჴმა-ვყოთ: არცა უფალი შეუძლებელსა რასმე იტყჳს და არაყოფადსა, არცა იგინი გარეგან ბრძანებისა მისისა რასმე ქადაგებენ. არამედ ბუნებაჲ იგი საღმრთოჲ არსებითა თჳსი-თა ყოვლისავე ბუნებისა უზეშთაეს არს, უხილავი და თუალთშეუდგამი ღმრთეებაჲ. ამისთჳსცა „გამოუკულეველად გზათა მისთა“ იტყჳს მოციქული, რამეთუ არცა თუალითა შესაძლებელ არს ხილვაჲ, არცა გონები-თა მოგონებაჲ. არამედ უხილავი იგი და მოუგონებელი ბუნებითა მით ღმრთეებისაჲთა სხჳთა სახითა იხილვების და გულისჴმა-იყოფების კაც-თმოყუარებისა მისისათჳს, რამეთუ შესაძლებელ არს აგებულებითა ამით დაბადებულთაჲთა მიუთხრობელისა მის სიბრძნისა მისისა ხილვაჲ, ვი-თარცა...

სრულად ნახვა