...ხვეჭელობაში არ ჩავარდე. ღვთისმოსაობას - მოძღვრებათა სისწორეს; რწმენას, რომელიც გამოძიებას ეწინააღმდეგება; სიყვარულს, მოთმინებას, სიმშვიდეს. შემდეგ ამბობს: „მოიღუაწე ღუაწლი იგი კეთილი სარწმუნოებისაჲ, შეიტკბე საუკუნოჲ იგი ცხორებაჲ“ (). აჰა, საზღაურიც. ანუ: „რომელსაცა იჩინე, და აღიარე კეთილი იგი აღსარებაჲ წინაშე მრავალთა მოწამეთა“ (), საუკუნო ცხოვრების სასოებით. ეს ნიშნავს: ნუ შეარცხვენ იმ კადნიერებას; რატომ ირჯები უსარგებლოდ?
მაგრამ რომელ განსაცდელსა და მახეს ამბობს, რომ გამდიდრების მოსურნენი ითმენენ? რადგან რწმენისგან აცდენს მათ, საფრთხეებში ახვევს და უფრო გაუბედავებად აქცევს. და უგუნურ გულისთქმებსაც, ამბობს. როგორ არ არის უგუნური გულისთქმა, როცა მასხარებს იყოლიებენ, როცა ჯუჯებს ინახავენ არა კაცთმოყვარეობისთვის, არამედ გასართობად?...