...ნის საფუძვლით, არამედ შეთვისებისა და ღმერთთან სიახლოვის საფუძვლითაც. თუ ღვთის კაცი ხარ, ამბობს, ნურც ზედმეტს ეძებ და ნურც იმას, რაც ღმერთთან არ მიგიყვანს, არამედ: „ამას ევლტოდე, შეუდეგ სიმართლესა, ღმრთის მსახურებასა, სარწმუნოებასა, სიყუარულსა, მოთმინებასა, სიმშჳდესა“ (). ორივე სიტყვა დაჟინებით არის ნათქვამი. არ უთქვამს: განშორდი და მიუახლოვდი, არამედ: გაექეცი და სდიე სიმართლეს, რათა მომხვეჭელობაში არ ჩავარდე. ღვთისმოსაობას - მოძღვრებათა სისწორეს; რწმენას, რომელიც გამოძიებას ეწინააღმდეგება; სიყვარულს, მოთმინებას, სიმშვიდეს. შემდეგ ამბობს: „მოიღუაწე ღუაწლი იგი კეთილი სარწმუნოებისაჲ, შეიტკბე საუკუნოჲ იგი ცხორებაჲ“ (). აჰა, საზღაურიც. ანუ: „რომელსაცა იჩინე, და აღიარე კეთილი იგი აღსარებაჲ წინაშე მრავალთა მოწამეთა“ (), საუკუნო ცხოვრების სასოებით....
1 ტიმოთეს მიმართ 6:11
10. რამეთუ ძირი არს ყოველთა ბოროტთაჲ ვეცხლის მოყუარებაჲ, რომლისა-იგი ვიეთმე გული უთქუმიდა და შესცთეს სარწმუნოებისაგან და თავნი თჳსნი შესთხინეს სალმობათა მრავალთა.11. ხოლო შენ, ჵ კაცო ღმრთისაო, ამას ევლტოდე, შეუდეგ სიმართლესა, ღმრთის მსახურებასა, სარწმუნოებასა, სიყუარულსა, მოთმინებასა, სიმშჳდესა;12. მოიღუაწე ღუაწლი იგი კეთილი სარწმუნოებისაჲ, შეიტკბე საუკუნოჲ იგი ცხორებაჲ, რომელსაცა იჩინე, და აღიარე კეთილი იგი აღსარებაჲ წინაშე მრავალთა მოწამეთა.
1 ტიმოთეს მიმართ თავი 6