მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 6:17

16. რომელსა მხოლოსა აქუს უკუდავებაჲ და ნათელსა მყოფ არს მიუწდომელსა, რომელი არავინ იხილა კაცთაგანმან, არცა ხილვად ჴელ-ეწიფების, რომლისაჲ არს პატივი და ძალი საუკუნოჲ. ამინ.17. მდიდართა მათ ამას სოფელსა ამცენ, რაჲთა არა მაღლოოდიან, არცა ესვიდენ სიმდიდრესა მას უჩინოსა, არამედ ღმერთსა ცხოველსა, რომელმან მომცის ჩუენ ყოველივე მდიდრად საშუებელად,18. კეთილისა საქმედ, განმდიდრებად საქმეთა შინა კეთილთა, უხუად მიმცემელ იყვნედ, ეზიარებოდედ,
1 ტიმოთეს მიმართ თავი 6
17. მდიდართა მათ ამას სოფელსა ამცენ, რაჲთა არა მაღლოოდიან, არცა ესვიდენ სიმდიდრესა მას უჩინოსა, არამედ ღმერთსა ცხოველსა, რომელმან მომცის ჩუენ ყოველივე მდიდრად საშუებელად,
ჰომილია 18
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„გამცნებ შენ წინაშე ღმრთისა, რომელმან ცხოველ ყვნის ყოველნი, და ქრისტე იესუჲსა, რომელმან-იგი წამა პონტოელისა პილატეს ზე კეთილი იგი აღსარებაჲ დამარხვად შენდა მცნებაჲ იგი უბიწოდ და უბრალოდ ვიდრე გამოჩინებადმდე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა, რომელ-იგი ჟამთა თჳსთა აჩუენოს ნეტარმან მან და მხოლომან ძლიერმან მეუფემან მეუფეთამან და უფალმან უფლებათამან, რომელსა მხოლოსა აქუს უკუდავებაჲ და ნათელსა მყოფ არს მიუწდომელსა, რომელი არავინ იხილა კაცთაგანმან, არცა ხილვად ჴელ-ეწიფების, რომლისაჲ არს პატივი და ძალი საუკუნოჲ. ამინ.“ ().

1.

კვლავ ღმერთს იმოწმებს, როგორც ცოტა ხნის წინაც გააკეთა: ერთდროულად შიშს აძლიერებს, მოწაფეს უფრო მტკიცედ ამყარებს და აჩვენებს, რომ მცნებები ადამიანური არ არის; რათა მან, თითქოს თვით მეუფისგან იღებდეს ამ ბრძანებას, მუდამ გონებაში ჰყავდეს მოწმე, რომლისგანაც მოისმინა, და ხსოვნამ მისი გონება შეარყიოს. ამბობს: „გამცნებ შენ წინაშე ღმრთისა, რომელმან ცხოველ ყვნის ყოველნი“ (<span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის