თარგმანი: დაღაცათუ დედაკაცსა თანა მისწერს და რჩეულ უწოდს სარწმუნოებად მოსლვისათჳს, მას, რომელი-იგი არა პატივითა და ღირსებითა ჴორციელითა, არამედ სულიერად წარმართებულებითა თჳსითა და შვილთა თჳსთაჲთა საყუარელ უჩნდა, არამედ ეგრეთცა არავე შეუტყუებელ არიან სიტყუანი ესე ეკლესიისა მიმართცა, რომელი-იგი არს გამორჩეულ ქრისტეს მიერ და ჭეშმარიტებით საყუარელ. არა ხოლო მოციქულისა, არამედ მათდაცა ყოველთა, რომელთა უცნობიეს გზაჲ ჭეშმარიტებისაჲ ქრისტესგან, რომელ-იგი არს ბუნებით ჭეშმარიტებაჲ, რომელი დაიმკჳდრებს წმიდათა შორის თჳსთა, და მათ შორის ჰგიეს უკუნისამდე.
2 იოვანე 1:2
1. მოხუცებული რჩეულსა დედოფალსა და შვილთა მისთა, რომელნი მიუყარან მე ჭეშმარიტებით და არა ხოლო მე, არამედ ყოველთავე, რომელთა უცნობიეს ჭეშმარიტებაჲ.2. ჭეშმარიტებისაგან, რომელი დამკჳდრებულ არს ჩუენ შორის და ჩუენ თანა იყოს უკუნისამდე.3. იყავნ თქუენ თანა მადლი, წყალობაჲ და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა მიერ იესუ ქრისტესა ძისა მისისა ჭეშმარიტებით და სიყუარულით.
2 იოვანე თავი 1