თარგმანი: ესე სიტყუაჲ წინა-მოსწავებით ეკლესიისა მიმართცა თქუმად შეეტყუების, რამეთუ მრავალ არიან შვილნი მისნი, ხოლო არა ყოველნივე, არამედ რჩევითნი ოდენ იპოებიან მათგან, რომელნი ვლენან მოქმედებასა შინა მცნებათასა, რომელნი მოგუცნა მადლით შვილებისა მომანიჭებელმან მან მამამან ზეცათამან, განმყოფელად ჩუენდა ყოვლისაგან სიცრუისა და მომატყუებელად ყოვლისა ჭეშმარიტებისა.
2 იოვანე 1:4
3. იყავნ თქუენ თანა მადლი, წყალობაჲ და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა მიერ იესუ ქრისტესა ძისა მისისა ჭეშმარიტებით და სიყუარულით.4. განვიხარე ფრიად, რამეთუ ვპოენ შვილთაგან შენთა, რომელნი ვლენან ჭეშმარიტებით, ვითარცა-იგი მცნებაჲ მოვიღეთ მამისაგან.5. და აწ გიკითხავ შენ, დედოფალო, არა ვითარცა მცნებასა ახალსა მივსწერ შენდა, არამედ რომელი მაქუნდა დასაბამითგან, რაჲთა ვიყუარებოდით ურთიერთას.
2 იოვანე თავი 1