თარგმანი: ვინაჲთგან ზემო მადლსა ღმრთისასა მიაჩემა მიზეზი თჳსისა შეწყალებისაჲ, რაჲთა არა ამით უდებ ყვნეს მსმენელნი და მხოლოდ მინდობილ მადლისა მიერსა შეწყალებასა, ამისთჳს აწ მიზეზსაცა იტყჳს, რომლისა მიერ მოიზიდა მან წყალობაჲ ღმრთისაჲ უმანკოებითა და სიწრფოებითა გონებისა თჳსისაჲთა, რომლისა თანამოწამედ აქუს თუალუხუავი იგი მხილებაჲ სჳნიდისისაჲ, რომელი-იგი თანაგანმხილველად გამოითარგმანების, და თუალუხუაგად ამხილებს ყოველთა ნათელღებულთა, ხოლო უფროჲსღა წმიდათა, რომელთა არა ხოლო შეუმრღუეველად დაცვაჲ, არამედ დღითი-დღე უმეტესი განწმედაჲ მიჰმადლონ მას, ყოველსავე ზედა კრძალულებით პყრობითა ცხორებისა თჳსისაჲთა, რომელი-ესე ეწამებოდა მოციქულსა სიწრფოებით და უმანკოდ ცხორებისათჳს, რომლითა არა ხოლო ნუგეშინის-ცემისა, არამედ სიქადულისაცა მომატყუებელ მისსა იქმნებოდა. ესე იგი იყო, რაჲთა არა ზაკუვით და სივერაგით რასმე ჰყოფდა, არცა მოქცევითა სიტყუათაჲთა დაჰფარვიდა ტყუვილსა და იჩემებდა ჭეშმარიტებასა, ვითარ-იგი ჰყოფდეს ცრუმოციქულნი და ცრუმოძღუარნი კორინთელთანი, აღზუავებულნი სიბრძნითა გარეშითა და მრავალმოქცევობითა სიტყუათაჲთა, რომელნი-ესე არა ხოლო უჴმარ შეერაცხნეს...
2 კორინთელთა მიმართ 1:12
11. თანა-შეწევნითა ლოცვათა თქუენთაჲთა ჩუენთჳს, რაჲთა მრავლითა პირითა ჩუენდა მომართი იგი მადლი მრავალთა მიერ სამადლობელ იქმნას თქუენთჳს.12. რამეთუ სიქადული ჩუენი ესე არს, წამებაჲ გონებისა ჩუენისაჲ, რამეთუ სიწრფოებითა და ჭეშმარიტებითა ღმრთისაჲთა და არა სიბრძნითა ჴორციელითა, არამედ მადლითა ღმრთისაჲთა ვიქცეოდეთ სოფელსა შინა, ხოლო უმეტესად-ღა თქუენდა მიმართ.13. რამეთუ არა თუ სხუასა რასამე მივსწერთ თქუენდა, არამედ რომელსაცა-იგი იკითხავთ და რომელიცა-იგი გიცნობიეს; ხოლო ვესავ, ვითარმედ სრულადცა გულისჴმა-ჰყოთ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 1