თარგმანი: ვინაჲთგან დიდ-დიდნი რაჲმე თქუნა თავისა თჳსისათჳს, რაჲთა არა უცხო უჩნდეს მათ, ამისთჳს პირველ მიწერილისა ებისტოლისა სიტყუათა მოაჴსენებს, რამეთუ პირველსა ებისტოლესა შინა ფრიად ეთქუა მათდა სიმტკიცე და შეუცვალებლობაჲ ნებისა თჳსისაჲ, მათგან წარუგებელად ჴუმევასა შინა ქადაგებისასა, ამისთჳს ნუ გგონიან სიტყუანი ესე ჩემნი ცუდ და დაქურივებულ საქმეთაგან, არამედ სიტყუასა ამას თანამეუღლედ ჰქონან საქმენი.
2 კორინთელთა მიმართ 1:13
12. რამეთუ სიქადული ჩუენი ესე არს, წამებაჲ გონებისა ჩუენისაჲ, რამეთუ სიწრფოებითა და ჭეშმარიტებითა ღმრთისაჲთა და არა სიბრძნითა ჴორციელითა, არამედ მადლითა ღმრთისაჲთა ვიქცეოდეთ სოფელსა შინა, ხოლო უმეტესად-ღა თქუენდა მიმართ.13. რამეთუ არა თუ სხუასა რასამე მივსწერთ თქუენდა, არამედ რომელსაცა-იგი იკითხავთ და რომელიცა-იგი გიცნობიეს; ხოლო ვესავ, ვითარმედ სრულადცა გულისჴმა-ჰყოთ.14. ვითარცა-იგი მიცნენით ჩუენ ჟამად-ჟამად, რამეთუ სიქადულ თქუენდა ვართ, ვითარცა თქუენ - ჩუენდა დღესა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 1