თარგმანი: იხილე, ვითარ ყოველსავე წარმატებასა თჳსსა ღმრთისა სასოებისა მიმართ დასდებს, და მისდა მინდობილი აღსთქუამს, ვითარ-იგი უსაკუთრესად წარმოვთქუნეთ ზემოჲთგან სიტყუანი მისნი: რამეთუ არა სხუასა მივსწერთ თქუენდა, არამედ რასა-ეგე ანუ იკითხავთ გინა აღმოიკითხავთ. ვინაჲთგან კითხვა არს მოჴსენებაჲ დავიწყებულისაჲ, ხოლო აღმოკითხვა — ზედამიწევნით გამოწულილვაჲ ძალსა მისვე პირველ კეთილად დასწავებულისასა. ამისთჳს მოციქული არა ახალსა, არამედ მასვე პირველ მიწერილსა მათდა სიტყუასა უსასყიდლოდ ქადაგებისასა მისწერს, რომელი-ესე ანუ წარკითხვა იყოს მათდა და მოსაჴსენებელ პირველ წარკითხულისა დავიწყებულისა, ანუ აღმოკითხვა ოდენ, ესე იგი არს უმტკიცეს ცნობა მისვე მარადის მოჴსენებულისა და მათგან არაოდეს დავიწყებულისა, რომლისათჳს აწ კუალად ეტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს ზემოჲთგანვე დაწყებითა, ვითარმედ: არა სხუასა მივსწერ თქუენდა, არამედ რასა-ეგე ანუ იკითხავთ გინა აღმოიკითხავთ, ხოლო ვესავ, ვითარმედ ვიდრე აღსასრულადმდე აღმოიკითხოთ, ვითარცა ზოგს-რე შემემეცნენით ჩუენ. ხოლო ძალი სიტყუათაჲ ამათ ესე არს, ვითარმედ: არა ახლის მეტყუელ ვარ, არამედ კუალადცა მიმიწერიეს...
2 კორინთელთა მიმართ 1:14
13. რამეთუ არა თუ სხუასა რასამე მივსწერთ თქუენდა, არამედ რომელსაცა-იგი იკითხავთ და რომელიცა-იგი გიცნობიეს; ხოლო ვესავ, ვითარმედ სრულადცა გულისჴმა-ჰყოთ.14. ვითარცა-იგი მიცნენით ჩუენ ჟამად-ჟამად, რამეთუ სიქადულ თქუენდა ვართ, ვითარცა თქუენ - ჩუენდა დღესა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა.15. და ამით სასოებითა მინდა მისლვად თქუენდა პირველად, რაჲთა მეორე სიხარული გაქუნდეს,
2 კორინთელთა მიმართ თავი 1