მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 10:11

10. რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: წიგნები ესე რეცა მძიმე და ძლიერ, ხოლო მოსლვაჲ ჴორცითა უძლურ, და სიტყუაჲ შეურაცხ.11. და ესე განიზრახე ეგევითარმან მან, რამეთუ ვითარცა-იგი ვართ სიტყჳთა წიგნებისაჲთა შორით, ეგრეთცა მახლობელად საქმითა.12. რამეთუ ვერ ვიკადრებთ თავთა თჳსთა განკითხვად გინა შეტყუებად ვიეთმე თანა, რომელნი-იგი თავთა თჳსთა ეწამებიან. არამედ იგინი თჳთ თავთა თჳსთა განიზომენ და თანა-შეატყუებენ თავთა თჳსთა თავით თჳსით და ვერ გულისჴმა-ჰყოფენ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 10
11. და ესე განიზრახე ეგევითარმან მან, რამეთუ ვითარცა-იგი ვართ სიტყჳთა წიგნებისაჲთა შორით, ეგრეთცა მახლობელად საქმითა.
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ესე განიზრახენ ეგევითარმან მან, რამეთუ ვითარცა-იგი ვართ სიტყჳთა წიგნებისაჲთა შორით, ეგრეთცა მახლობელად საქმითა (10,11).:

თარგმანი: თავად ჯერ-არს დაწყებაჲ სიტყჳსაჲ ამის, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: ესე განიზრახენ ესევითარმან მან; რამეთუ ამას მისვე ზემოჲსა ძჳრისმზრახვალისათჳს იტყჳს, ვითარმედ: ესე გულისჴმა-ყავნ. მან, რამეთუ არა არს ჩუენ თანა სხჳთი-სხუად მიმომქცევობაჲ, რომელი გულარძნილსა კაცსა თჳს-ეყვის: სხჳსა თქუმაჲ და სხჳსა ქმნაჲ. ხოლო მე, რაჲ-იგი შორით ვარ სიტყჳთ, მასვე წესსა ზედა სიწრფოებით ვეპოები მახლობელი საქმით.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის