მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 10:12

11. და ესე განიზრახე ეგევითარმან მან, რამეთუ ვითარცა-იგი ვართ სიტყჳთა წიგნებისაჲთა შორით, ეგრეთცა მახლობელად საქმითა.12. რამეთუ ვერ ვიკადრებთ თავთა თჳსთა განკითხვად გინა შეტყუებად ვიეთმე თანა, რომელნი-იგი თავთა თჳსთა ეწამებიან. არამედ იგინი თჳთ თავთა თჳსთა განიზომენ და თანა-შეატყუებენ თავთა თჳსთა თავით თჳსით და ვერ გულისჴმა-ჰყოფენ.13. ხოლო ჩუენ არა უსაზომოდ ვიქადოთ, არამედ საზომითა მით წესისაჲთა, რომელი-იგი განგჳყო ჩუენ ღმერთმან საზომითა მით მიწდომად ვიდრე თქუენდამდე.
2 კორინთელთა მიმართ თავი 10
12. რამეთუ ვერ ვიკადრებთ თავთა თჳსთა განკითხვად გინა შეტყუებად ვიეთმე თანა, რომელნი-იგი თავთა თჳსთა ეწამებიან. არამედ იგინი თჳთ თავთა თჳსთა განიზომენ და თანა-შეატყუებენ თავთა თჳსთა თავით თჳსით და ვერ გულისჴმა-ჰყოფენ.
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ვერ ვიკადრებთ თავთა თჳსთა განკითხვად გინა შეტყუებად ვიეთმე თანა, რომელნი-იგი თავთა თჳსთა ეწამებიან. არამედ იგინი თჳთ თავთა თჳსთა განიზომენ და თანაშეატყუებენ თავთა თჳსთა თავით თჳსით, და ვერ გულისჴმა-ჰყოფენ (10,12).:

თარგმანი: იხილე, ვითარ მყუდროებით ჰბასრობს უგულისჴმოებასა ცრუმოციქულთასა, რამეთუ ესე სრულიად განგდებულ არს წერილთა მიერ და ზუაობისა გზად დადებულ, ვითარ-იგი ფარისეველი მეზუერესა თანა-შეატყუებდა თავსა თჳსსა, რაჲთამცა კაცმან ესრეთ ვისითაცა თანა-შეტყუებითა, მართლისა გინა ცოდვილისაჲთა, განკითხვისა სიბოროტე მოატყუა თავსა თჳსსა, და თჳსითა ბჭობითა აღმატებულ ვისსამე ჰგონებდა მას, და არა ხოლო თჳთ მაქებელობითა თავისაჲთა ცოდვიდა, არამედ სხჳსაცა თანაგანზომითა და უმაღლეს მისსა აღყვანებითა მთხრებლსა ამპარტავანებისასა შთაითხეოდა. რამეთუ ვინ კმა-იყოს თუალ-უხუავად განქიქებად ბრალთა და ნაკლულევანებათა თჳსთა, ესევითარსა მას შინა თანა-შეტყუებასა, რაჟამს ჴორცთმოყუარებაჲ და თავმოთნებაჲ თჳსი ყვის საბურველ ცოდვათა და განმაცხადებელ სათნოებათა თჳსთა, ხოლო სიძულილი და შური — საფარველ სათნოებათა მოყუსისა და განმაცხადებელ ბრალთა მისთა.

კორინთელთაჲ ბ ებისტოლე თავი 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: ვითარცა-იგი ვინმე თავთა თჳსთა ეწამებიან (10,12).:

თარგმანი: მივიდოდეს ვიეთნიმე და ქადაგებდეს სხუასა ქადაგებასა, წინააღმდგომსა მოციქულისასა და მათთჳს იტყჳს სიტყუათა ამათ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის