თარგმანი: ესე იყო უსაზომოჲ, რომელ, რასა-იგი ტყუოდეს, მით იქადდეს ცრუმოციქულნი იგი, და რომლისაგან უღონო იყვნეს, მას სწამებდეს თავთა თჳსთა, ვითარცა მომაქცეველნი სოფლისანი და კიდეთა სოფლისათა მიწევნულნი მორბედობითა. ესე იყვნეს სახელნი ცალიერნი საქმეთაგან, უზეშთაესნი საზომსა და ძალსა მათსა. გარნა მოციქული არა ეგრეთ, არამედ მით საზომითა და, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, კანონითა მოქადულ იყო, რომლითა-იგი სახედ ვენაჴისა განუწილა და განუყო ქრისტემან სოფელი ესე სამწყსოდ ქადაგთა თჳსთა, რომლისა მიერ ხუედრებითა მიწთომილ იყო ვიდრე კორინთელთამდეცა, და ვითარცა ღმრთივმოცემულთა წილთა ზედა, ეგრეთ მოქადულ იყო მათ ზედა.
2 კორინთელთა მიმართ 10:13
12. რამეთუ ვერ ვიკადრებთ თავთა თჳსთა განკითხვად გინა შეტყუებად ვიეთმე თანა, რომელნი-იგი თავთა თჳსთა ეწამებიან. არამედ იგინი თჳთ თავთა თჳსთა განიზომენ და თანა-შეატყუებენ თავთა თჳსთა თავით თჳსით და ვერ გულისჴმა-ჰყოფენ.13. ხოლო ჩუენ არა უსაზომოდ ვიქადოთ, არამედ საზომითა მით წესისაჲთა, რომელი-იგი განგჳყო ჩუენ ღმერთმან საზომითა მით მიწდომად ვიდრე თქუენდამდე.14. რამეთუ არა ვითარცა ვერ მიწდომილნი თქუენდა მიმართ. უმეტეს განვირთხამთ თავთა თჳსთა, რამეთუ ვიდრე თქუენდამდეცა მივსწუეთით სახარებითა ქრისტესითა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 10