მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 10:8

7. კაცად-კაცადისა პირსა ხედევდით. ვინ-იგი ესავს თავსა თჳსსა ქრისტესა ყოფად, ესე განიზრახენ კუალად თავით თჳსით, რამეთუ ვითარცა იგი ქრისტესი არს, ეგრეთცა ჩუენ ქრისტესნი.8. რამეთუ, უკუეთუ უმეტეს რაჲ ვიქადო ჴელმწიფებისა ამის ჩუენისა-თჳს, რომელი მომცა ჩუენ უფალმან აღსაშენებელად და არა დასარღუეველად თქუენდა, არა მრცხუენეს,9. ხოლო, რაჲთა არა საგონებელ ვიქმნა, ვითარმედ გაშინებ რასმე თქუენ წიგნითა ამით.
2 კორინთელთა მიმართ თავი 10
8. რამეთუ, უკუეთუ უმეტეს რაჲ ვიქადო ჴელმწიფებისა ამის ჩუენისა-თჳს, რომელი მომცა ჩუენ უფალმან აღსაშენებელად და არა დასარღუეველად თქუენდა, არა მრცხუენეს,
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ უმეტეს რაჲ ვიქადო ჴელმწიფებისა ამის ჩუენისათჳს, რომელი მომცა ჩუენ უფალმან აღსაშენებელად და არა დასარღუეველად თქუენდა, არა მრცხუენეს (10,8).:

თარგმანი: უმეტესად ჴელმწიფებად იტყჳს სწორებით ორისავე ქონებასა — სასწულთა კურნებისა და კეთილის ყოფისათა. და ძალსაცა მტანჯველობისასა ორივე ესე აქუნდა ჭეშმარიტებით, მორჩილთათჳს — კეთილის ყოფაჲ, ხოლო ურჩთათჳს — მტანჯველობაჲ, და ორივე ესე ზოგად აღსაშენებელ იყო მოწაფეთა მისთა და არცა ერთი რაჲ დამარღუეველ, რამეთუ წინა-ძღოდა მადლი კეთილისყოფისაჲ, რომლისა საკჳრველებითა მრავალნი მოიქცეოდეს, ხოლო ამას შეუდგა უკურნებელად დაშთომილთაჲ იგი ტანჯვაჲ, რომლისა მიერ მრავალგზის თჳთ ტანჯულნიცა იგი მოიქციან ღმრთისა, ხოლო მარადის ზოგად ყოველნი მხედველნი მათნი მოშიშ იქმნიან ურჩებად შჯულთა საღმრთოჲსა ქადაგებისათა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის