მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 10:9

8. რამეთუ, უკუეთუ უმეტეს რაჲ ვიქადო ჴელმწიფებისა ამის ჩუენისა-თჳს, რომელი მომცა ჩუენ უფალმან აღსაშენებელად და არა დასარღუეველად თქუენდა, არა მრცხუენეს,9. ხოლო, რაჲთა არა საგონებელ ვიქმნა, ვითარმედ გაშინებ რასმე თქუენ წიგნითა ამით.10. რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: წიგნები ესე რეცა მძიმე და ძლიერ, ხოლო მოსლვაჲ ჴორცითა უძლურ, და სიტყუაჲ შეურაცხ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 10
9. ხოლო, რაჲთა არა საგონებელ ვიქმნა, ვითარმედ გაშინებ რასმე თქუენ წიგნითა ამით.
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო რაჲთა არა საგონებელ ვიქმნა, ვითარმედ გაშინებ რასმე თქუენ წიგნითა ამით, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: წიგნები რეცა მძიმე და ძლიერ, ხოლო მოსლვაჲ ჴორცითა — უძლურ, და სიტყუაჲ — შეურაცხ (10,9-10).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ამისთჳს ვთქუ სიმდაბლით თუ "არა მრცხუენეს", რაჲთა არა უმეტეს კადნიერად მიწერილი ჩემგან საჩუენებელად შეგერაცხოს, ვითარმცა გაშინებდი თქუენ, სიტყჳსაებრ წინააღმდგომთაჲსა, რეცა სიფიცხითა წიგნთაჲთა, ხოლო პირისპირმცა გეპოებოდე, ვითარ-იგი იტყჳან, უძლურ ძალითა და ვერ-მოქმედ საქმით, რასა-იგი დავსწერ სიტყჳთ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის