მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 11:10

9. რამეთუ ნაკლულევანებაჲ ჩემი აღავსეს ძმათა, მო-რაჲ-ვიდეს მაკედონიაჲთ; და ყოვლითავე დაუმძიმებელად თქუენდა თავი ჩემი დავიმარხე და დავიმარხო.10. არს ჭეშმარიტებაჲ ქრისტესი ჩემ თანა, ვითარმედ სიქადული ესე არა დაეყენოს ჩემდა მომართ ადგილთა მათ აქაიაჲსათა.11. რაჲსათჳს-მე? რამეთუ არა მიყუართ თქუენ? ღმერთმან იცის. ხოლო რომელსა-ესე ვჰყოფ, და ვყო,
2 კორინთელთა მიმართ თავი 11
10. არს ჭეშმარიტებაჲ ქრისტესი ჩემ თანა, ვითარმედ სიქადული ესე არა დაეყენოს ჩემდა მომართ ადგილთა მათ აქაიაჲსათა.
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არს ჭეშმარიტებაჲ ქრისტესი ჩემ თანა, ვითარმედ სიქადული ესე არა დაეყენოს ჩემდა მომართ ადგილთა მათ აქაიაჲსათა (11,10).:

თარგმანი: აჰა ესერა სახელითა უფლისაჲთა დაამტკიცებს სიტყუათა მათ პირველ თქუმულთა, ვითარმედ მისითა თანა-შეწევნითა დავიცავ თავსა ჩემსა, რაჲთა არცაღა რაჲ აწ მივიღო თქუენგან, და ამას ვჰყოფ არა რისხვით, არცა მწუხარებით, არამედ სიმშჳდით და მხიარულებით, რამეთუ სიქადულად ჩემდა შემირაცხიეს საქმე ესე, რაჲთა უსასყიდლოდ ვქადაგო სახარებაჲ. ხოლო რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: "ყოველთა მიმართ იტყჳს სიქადულისა ამის დამარხვასა", — ამას ცხად-ჰყოფს, ვითარმედ არა ყოველთა, არამედ სოფლებთა ოდენ ქუეყანისა აქაიაჲსათა, რომლისა დედაქალაქ იყო კორინთე. ხოლო რაჲსათჳს მიიღებს ფილიპელთაგან და არა მიიღებს კორინთელთაგან? — ესე ამისთჳს, რამეთუ იგინი უძლიერეს იყვნეს სარწმუნოებასა შინა, ხოლო ესენი — უუძლურეს, და რომელნი-ესე ორნივე სწორებით უყუარდეს, თითოეულსა მას უყოფდა, რაჲცა ვის უფროჲს სარგებელ ეყოფოდა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის