თარგმანი: აწ იტყჳს მიზეზსა საქმისასა: ვითარ ცრუმოციქულნი იგი მომზირალ იყვნეს, რაჲთა, იხილონ თუ იგი რაჲსამე მიმღებელად კორინთელთაგან, ამით ბრალითა განდრიკონ ერი იგი მორწმუნე, ვითარმედ: ჴორციელისა მოგებისა მიზეზ-ჰყოფს მოციქული ქადაგებასა მას სახარებისასა. ამას მიზეზსა მომსპოლველ იქმნა მოციქული ყოვლად არარაჲსა მიღებითა კორინთელთაგან. ამისთჳს აწ წარმოთქუმასა შინა მიზეზისასა კუალად მრჩობლ დაამტკიცებს, ვითარმედ, რასა-ესე აწ ჰყოფს, სამარადისოდ ესრეთ ყოს მათდა მიმართ.
2 კორინთელთა მიმართ 11:12
11. რაჲსათჳს-მე? რამეთუ არა მიყუართ თქუენ? ღმერთმან იცის. ხოლო რომელსა-ესე ვჰყოფ, და ვყო,12. რაჲთა წარვჰკუეთო მიზეზი, რომელთა-იგი ჰნებავს მიზეზი, რაჲთა, რომლითა-იგი იქადიან, იპოვნენ ვითარცა-იგი ჩუენ.13. რამეთუ ეგევითარნი იგი ცრუ-მოციქულნი, მუშაკნი ზაკულნი, გარდაიცვალნიან მოციქულად ქრისტესად.
2 კორინთელთა მიმართ თავი 11