თარგმანი: რაჲსა იტყჳ? - რომელნი ქრისტეს სახარებასა ქადაგებენ, ვითარ შენვე სთქუ ზემო, ვითარმედ: "არა სხუაჲ, არამედ იგივე ქრისტე უქადაგებიეს", - ცრუმოციქულ არიანა? — "ჰე, — იტყჳს, — რამეთუ დაღაცათუ განცხადებულად ქრისტესსა იჩემებენ, არამედ ფარულად ეშმაკისანი არიან; ვინაჲთგან ზაკუვით არაწმიდასა მოძღურებასა შემოიღებენ და მოქმედება მათდა არს არა დარგვაჲ ხისაჲ, არამედ აღმოფხურაჲ კეთილად დარგულისაჲ, ვითარცა შუენის ზაკუვით და ორგულებით შემოსრულსა, სახე ზედა-აც მოციქულთაჲ, ვითარცა მგელთა ტყავი ცხოვრისაჲ, რამეთუ შეცვალებაჲ ესე უსწავიეს მოძღურისა მათისა ეშმაკისაგან, რომლისაჲ უსაკჳრველეს არს, თუ ვითარ საცთურად მრავალთა გარდაიქცევის ყოვლად ბნელი იგი ანგელოზად ნათლისად, რეცა ოცნებით, ვიდრეღა ამათი ჩემებით ზედა-დებაჲ ფერსა სიმართლისა მსახურთასა, რომელ არიან წმიდანი მოციქულნი, რომელნი ჰმსახურებენ ღმერთსა, ყოველთა განმამართლებელსა ქადაგებითა სახარებისა მისისა, ყოველთა განმამართლებელისაჲთა.
2 კორინთელთა მიმართ 11:14
13. რამეთუ ეგევითარნი იგი ცრუ-მოციქულნი, მუშაკნი ზაკულნი, გარდაიცვალნიან მოციქულად ქრისტესად.14. და არა საკჳრველ არს, რამეთუ თჳთ იგიცა ეშმაკი იცვალვისვე ანგელოზად ნათლისა.15. არა უკუე დიდ არს, მსახურნიცა თუ მისნი გარდაიცვალნენ ვითარცა მსახურნი სიმართლისანი, რომელთა აღსასრული იყოს საქმეთა მათთაებრ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 11