მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 11:16

15. არა უკუე დიდ არს, მსახურნიცა თუ მისნი გარდაიცვალნენ ვითარცა მსახურნი სიმართლისანი, რომელთა აღსასრული იყოს საქმეთა მათთაებრ.16. კუალად ვიტყჳ: ნუ ვინმე უგუნურად შემრაცხოს მე, უკუეთუ არა, მაშა ვითარცა უგუნური თავს-მიდევით მე, რაჲთა მეცა მცირედ რაჲმე ვიქადო.17. რომელსა ესე-ვიტყჳ, არა ვიტყჳ უფლისა მიერ, არამედ ვითარცა უგუნურებით ჯერითა ამით სიქადულისაჲთა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 11
16. კუალად ვიტყჳ: ნუ ვინმე უგუნურად შემრაცხოს მე, უკუეთუ არა, მაშა ვითარცა უგუნური თავს-მიდევით მე, რაჲთა მეცა მცირედ რაჲმე ვიქადო.
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: კუალად ვიტყჳ: ნუ ვინმე უგუნურად შემრაცხოს მე, უკუეთუ არა, მაშა ვითარცა უგუნური თავს-მიდევით მე, რაჲთა მეცა მცირედ რაჲმე ვიქადო (11,16).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ უწინარესცა ამისსა ფრიადი წინაგანმართებაჲ ვყავ სიტყუათათჳს სიქადულისათა, და ჟამიერად გამოვაჩინე აწ საჴმარებაჲ, არა მარადის საჴმარისაჲ მის, არამედ კუალად მათვე წინაგანმართვისა სიტყუათა ვიტყჳ, რაჲთა არა უგუნურად შემრაცხოთ მე სიქადულისათჳს, რომელ ვიტყჳ, რამეთუ დაღაცათუ უგუნურისა საქმე არს სიქადული, არამედ მე იძულებით ვიქადი, არა ნებსით, არცა უგუნურებით, ხოლო უკუეთუ ვერ მომიტევებთ ამას ბრალსა, რაჲთა არა უგუნურად შემრაცხოთ სიქადულისათჳს, ვითარცა უგუნურსა დამითმეთ, რაჲთა, ვითარ-იგი ცრუმოციქულნი სავნებელად თქუენდა, ეგრეცა მე სარგებელად ვიქადო, რაჲთა არა ჩემითა დაკნინებითა დააკნინოთ თქუენ სიტყუაჲცა იგი, ქადაგებული ჩემ მიერ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის