თარგმანი: ვინაჲთგან ზემო თქუა, ვითარმედ: "თავსცა-იდვათ უგუნურთაჲ გონიერთა მაგათ", და ამით სახითა განადიდა ბრალი მათი, ვითარმედ: "უკუეთუმცა უგუნურნი თავს-იდებდით სიტყუათა წინააღმდგომთასა, შენდობაჲმცა გაქუნდა უმეცრებისათჳს; ხოლო აწ ეგერა, გონიერნი, მეცნიერებით სცოდავთ", რამეთუ ესე არს აწინდელი ესე თავი სიტყჳსაჲ: "რამეთუ თავსცა-იდებთ". რასა თავს-იდებდეს? — არამედ წინამდებარეთა ამათ ჭირთა შემთხუევასა ცრუმოციქულთაგან. რამეთუ ვითარ-იგი პირველ არა სხჳსა ქადაგებისა შემომღებელად, არცა სხჳსა იესუჲს მახარებელად უწოდდა, რაჲთა არა დასაბამსავე სიტყჳსასა დაუმძიმოს მათ მხილებითა, ხოლო უკუანაჲსკნელ განაცხადა ცრუმოციქულ ყოფაჲ მათი, ეგრეთვე, მცირედ-რე ზემო, ამას ზედა იტყოდა მოქადულობასა მათსა, ვითარმედ: არარაჲსა ვისგან ჴუმევასა ზედა მოქადულ არიან; და რაჲთა რასა ზედა იქადიან, იპოვნენ, ვითარცა ჩუენ; რამეთუ ამას ჰყოფდა მცირედ-მცირედ და არა ერთბამად განცხადებისათჳს აუგთა მათთაჲსა. ხოლო აწ ზედამიწევნით განაცხადებს და სიმძიმესა მხილებათასა სიღრმითა სიტყუათაჲთა დაჰფარავს. რამეთუ მათთჳს იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ თქუენ მათგან თავს-იდებთ, რომელნი-იგი არა ხოლო თუ...
2 კორინთელთა მიმართ 11:19
18. ვინაჲთგან მრავალნი იქადიან ჴორციელად, მეცა ვიქადოდი.19. რამეთუ კეთილად თავს-იდვათ უგუნურთაჲ გონიერთა მაგათ:20. რამეთუ თავსცა-იდებთ, უკუეთუ ვინმე დაგიმონებს, უკუეთუ ვინმე შეგჭამს, უკუეთუ ვინმე მიგიღებს, უკუეთუ ვინმე ამაღლდების თქუენ-ზედა, უკუეთუ ვინმე პირსა გცემს.
2 კორინთელთა მიმართ თავი 11