თარგმანი: ზემო თქუნა ორნი: ებრაელობაჲ ძუელითგანობისათჳს, ხოლო ისრაიტელობაჲ — შჯულიერობისათჳს. და აწ კუალად აბრამიანობასა სახელ-იდებს ძუელისაგან, ხოლო ქრისტეს მსახურებასა განიკუთნებს ახლისაგან; რომლისათჳს საკჳრველ არს, თუ რაჲსაღა იზიარებს პირველ განყრილთა მათ და ცრუმოციქულად და მსახურად ეშმაკისა სახელდებულთა. ცხად არს, ვითარმედ, არა ამას იტყჳს თუ: იგინი უდარესნი მსახურნი არიან და მე — უმეტესი, რომელი-ესე ზუაობით სიქადული არს, არამედ წესითა ოდენ თანაშეტყუებისაჲთა იტყჳს, ვითარმედ: მათ ცუდი ოდენ სახელი ზედა-აც, ხოლო მე ამით უფროჲს ვარ, რამეთუ ჭეშმარიტებით მეწოდების-ცა და ვარ-ცა მსახური ქრისტესი. ხოლო შენ აწინდელი ესე "უუგუნურესი" — "უკადნიერესად" გულისჴმა-ყავ, ვითარმედ, არა ლიტონად და უშიშად ვინმე სახელ-იდვის მსახურ ყოფაჲ ქრისტესი, არამედ ფრიადითა გამოწულილვითა და შიშითა, უკუეთუ გამოცდილ-მე არსა მსახურებასა მისსა შინა ანუ არა.
2 კორინთელთა მიმართ 11:24
23. მსახურნი თუ ქრისტესნი არიან? უუგუნურესადრე ვიტყჳ: უფროჲსღა მე; შრომითა უმეტეს, ტანჯვითა უმეტეს, პყრობილებითა გარდარეულად, სიკუდილთა შინა მრავალ-გზის.24. ჰურიათაგან ხუთ-გზის ორმეოცსა ერთი მოკლებული ცემაჲ მოვიღე.25. სამ-გზის კუერთხითა ვიეც, ერთ-გზის ქვითა განვიტჳნე, სამ-გზის ნავი დამექცა, ღამე და დღე უფსკრულთა შინა დავყავ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 11