მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 11:30

29. ვინ უძლურ არნ, და მე არა უძლურ ვიყვი? ვინ დაჰბრკოლდებინ, და მე არა ვჴურვიდი?30. უკუეთუ ჯერ-არს სიქადული, უძლურებისა ჩემისასა ვიქადოდი.31. ღმერთმან და მამამან უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესმან იცის, რომელი-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე, რამეთუ არა ვტყუი.
2 კორინთელთა მიმართ თავი 11
30. უკუეთუ ჯერ-არს სიქადული, უძლურებისა ჩემისასა ვიქადოდი.
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ ჯერ-არს სიქადული, უძლურებისა ჩემისასა ვიქადოდი (11,30).:

თარგმანი: არასადა სასწაულთათჳს იქადის, რომელნი-იგი ღმრთისა მიერ იქმნებოდეს მისგან, ხოლო უძლურებათათჳს, რომელ არიან დევნულებანი და განსაცდელნი, შიმშილნი და დანთქმანი, რომელნი-ესე უძლურებასა ჴორცთასა ალმობენ, ამისთჳს სამართლად იქადის. გინათუ უძლურებად უწოდს, ვითარ სხუათა უძლურებისა და დაბრკოლებისათჳს ელმოდა მას, რამეთუ ესე არს ხატი სამოციქულოჲ — ურიცხუებაჲ მოწაფეთათჳს მზრუნველობისაჲ, .

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის