მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 11:31

30. უკუეთუ ჯერ-არს სიქადული, უძლურებისა ჩემისასა ვიქადოდი.31. ღმერთმან და მამამან უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესმან იცის, რომელი-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე, რამეთუ არა ვტყუი.32. დამასკეს შინა მთავარსა არეტა მეფისასა მოეცვა ქალაქი დამასკელთაჲ, შეპყრობაჲ ჩემი უნდა;
2 კორინთელთა მიმართ თავი 11
31. ღმერთმან და მამამან უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესმან იცის, რომელი-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე, რამეთუ არა ვტყუი.
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ღმერთმან და მამამან უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესმან იცის, რომელ-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე, რამეთუ არა ვტყუვი: დამასკეს შინა მთავარსა არეტა მეფისასა მოეცვა ქალაქი დამასკელთაჲ, შეპყრობაჲ ჩემი უნდა (11,31-32).:

თარგმანი: ესე არეტა სიმამრი იყო ჰეროდესი, რომელმან ფრიადისა მისთჳს სახელგანთქმულებისა პავლეს ქადაგებათაჲსა გარე-შეიცვა ქალაქი დამასკელთაჲ; არა რაჲსა სხჳსა მიზეზისათჳს, თჳნიერ შეპყრობისა მისისათჳს. ხოლო ვინაჲთგან ძნიად დასარწმუნებელი საქმე იყო, ვითარ ერთისა კაცისათჳს მთავარი იგი შეიცვიდა ქალაქსა და მოქალაქენი უადვილეს თავს-იდებდეს გარე-შეცვასა, ვიდრეღა პავლეს განცემასა, ამისთჳს სახელსა ღმრთისასა შორის-შემოღებითა უეჭუელ ყო საქმე ესე არა-საეჭუელი — ყოვლად უტყუველობაჲ ჭეშმარიტებისა ქადაგისაჲ მის.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის