მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 12:18

17. ნუუკუე რომელი-იგი მივავლინე თქუენდა, მის მიერ მო-მე რაჲ-გაანგაჰრე თქუენ?18. ვჰლოცევდ ტიტეს და თანამივაყვანე ძმაჲ: ნუ მო-მე რაჲ-გხუეჭა ტიტე? ანუ არა მითვე სულითა ვიდოდეთა? ანუ არა მათვე კუალთა შეუდეგითა?19. კუალად გგონიეს, ვითარმედ თქუენ სიტყუას-გიგებთ. წინაშე ღმრთისა ქრისტეს მიერ ვიტყჳთ, ხოლო ყოველივე, საყუარელნო, თქუენისა აღშენებისათჳს არს.
2 კორინთელთა მიმართ თავი 12
18. ვჰლოცევდ ტიტეს და თანამივაყვანე ძმაჲ: ნუ მო-მე რაჲ-გხუეჭა ტიტე? ანუ არა მითვე სულითა ვიდოდეთა? ანუ არა მათვე კუალთა შეუდეგითა?
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვჰლოცევდ ტიტეს და თანა-მივაყვანე ძმაჲ; ნუ მო-მე-რაჲ-გხუეჭა ტიტე? ანუ არა მითვე სულითა ვიდოდეთა? ანუ არა მათვე კუალთა შეუდეგითა? (12,18).:

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან ვედრებით და არა ბრძანებით წარმომევლინა თქუენდა ტიტე, არავე ცთომა იყო, ეჴუმია თუმცა რაჲმე თქუენგან, არამედ უწყი თანამოწამებითა მისდა წარმოყოლილისა ძმისაჲთა, ვითარმედ არარაჲ მოუხუეჭიეს უნებლიეთ, ნებსითითა წადიერებითა არარაჲსა მომცემელთაგან. ხოლო კუალად ამასცა მადლსა თჳსსა და მოწაფეთასა ღმრთისა მიმართვე აღიყვანებს, რამეთუ ზეგარდამოჲსა სულისა საქმე არს, რაჟამს კაცი ნაკლულევანი საჭიროჲსაცა საზრდელისაგან მოთმინებით თავს-იდებდეს სიყმილსა და არცა ერთსა რას ვისგან მიიღებდეს. ხოლო შენ იხილე, ვითარ სათნოებაჲ ესე უსასყიდლოდ სახარებისაჲ არა ხოლო თავით თჳსით წარჰმართა მოციქულმან, არამედ სხუანიცა მოციქულნი აღიბაძვნა, რომელთათჳს აწ სწორებით იტყჳს, ვითარმედ: "მითვე სულითა ვიდოდეთ და მათვე კუალთა შეუდეგით". ცხად არს, ვითარმედ ზეგარდამოჲსა მადლისათა, რომელმან განმაძლიერნა ჩუენ თავს-დებად ყოვლისავე ძჳრისხილვისა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის