თარგმანი: ყოველსავე ადგილსა ამის ებისტოლისასა ესრეთ ჰყოფს, რამეთუ აღმოჰფხურის იჭუსა მლიქნელობისასა, ვითარმედ არა უჴმს წიგნები საწამებელი, და ვითარმედ არა თავსა თჳსსა შეასწავებს, და ვითარმედ არა მათ სიტყუა-უგებს, რამეთუ რომელი წინაშე ღმრთისა ითქუმოდის ქრისტეს მიერ, შეუძლებელ არს ორგულებასა რასმე და ზაკუვასა ყოფად წინაშე განმკითხველისა მის გულთაჲსა.
2 კორინთელთა მიმართ 12:19
18. ვჰლოცევდ ტიტეს და თანამივაყვანე ძმაჲ: ნუ მო-მე რაჲ-გხუეჭა ტიტე? ანუ არა მითვე სულითა ვიდოდეთა? ანუ არა მათვე კუალთა შეუდეგითა?19. კუალად გგონიეს, ვითარმედ თქუენ სიტყუას-გიგებთ. წინაშე ღმრთისა ქრისტეს მიერ ვიტყჳთ, ხოლო ყოველივე, საყუარელნო, თქუენისა აღშენებისათჳს არს.20. რამეთუ მეშინის, ნუუკუე მოვიდე და არა ვითარ-იგი მნებავს, გპოვნე თქუენ, და მე გეპოო თქუენ, ვითარ-იგი თქუენ არა გნებავს, ნუუკუე იყვნენ თქუენ შორის ჴდომაჲ და შური, გულის წყრომანი, ძჳრის ზრახვანი, წვალებანი, ცუნდრუკებანი, განლაღებანი, შფოთებანი.
2 კორინთელთა მიმართ თავი 12