თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ კმა არს პირველ გარდასრული მხილებაჲ და შერისხვაჲ წიგნებითა, განმმართებელად ცთომილებისა. ამისთჳს ვერიდები მოსლვად პირველ განმართვისა, რაჲთა არა პირისპირ მიჴმდეს მიჴდაჲ პატიჟისაჲ. ამის პირისათჳს გლოცავ, რაჲთა აწვე წინა-განჰმართოთ ყოველი ცთომილებაჲ, და არღარა მიჴმდეს მე მოსლვასა მას ჩემსა ვიეთმე ზედა ჩუენებაჲ ძალსა მტანჯველობისასა, რამეთუ დაღაცათუ თქუენ სიმშჳდესა — სიმდაბლედ და უძლურებად, ხოლო პატიჟის-ყოფასა სიმაღლედ და ძლიერებად ჩემდა უწოდთ, არამედ მე - წინაუკუმო — მაშინ დავმდაბლდები, რაჟამს მიბრძანოს ღმერთმან ჩემმან შჯაჲ ვიეთიმე. რამეთუ მე თჳნიერ მისსა არარაჲ ჴელმეწიფების ქმნად, არამედ სიმდაბლეცა და სიმაღლეცა — ყოველი მისითა ჴელმწიფებითა იქმნების ჩემ მიერ თქუენდა მიმართ.
2 კორინთელთა მიმართ 12:21
20. რამეთუ მეშინის, ნუუკუე მოვიდე და არა ვითარ-იგი მნებავს, გპოვნე თქუენ, და მე გეპოო თქუენ, ვითარ-იგი თქუენ არა გნებავს, ნუუკუე იყვნენ თქუენ შორის ჴდომაჲ და შური, გულის წყრომანი, ძჳრის ზრახვანი, წვალებანი, ცუნდრუკებანი, განლაღებანი, შფოთებანი.21. ნუ კუალად, მო-რაჲ-ვიდე, დამამდაბლოს მე ღმერთმან ჩემმან თქუენდა მიმართ, და ვეგლოვდე მრავალთა წინაწარ შეცოდებულთა მათ და არა შენანებულთა არა-წმიდებასა მათსა ზედა, სიძვასა და სიბილწესა, რომელ ქმნეს.
2 კორინთელთა მიმართ თავი 12