თარგმანი: ესოდენ არს ყოველსა ადგილსა სახელოვნებაჲ სამოთხისაჲ, ვიდრეღა მაცხოვარი ეტყჳს ავაზაკსა: "დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა" (), ვინაჲცა აწ მოციქულმან შემდგომად სამ ცადმდე აღწევნისაღა თქუა მიტაცებაჲ სამოთხედ და მუნ სმენაჲ სიტყუათა ეგევითართაჲ, რომელთა არავისი უდარესისა კაცთაგანისა სასმენელი, არამედ პავლესი ოდენ და მსგავსთა მისთაჲ შემძლებელ არს დატევნად. ჳკუმენისი: ამიერ განიქიქებოდედ სიცოფითი სილაღე მათი, რომელნი კადნიერ იქნნეს აღწერად სიტყუათა მათ უსმენელთა და კაცთა მიერ ვერ დასატევნელთა, და უწოდეს მას "პავლეს გამოცხადება".
2 კორინთელთა მიმართ 12:3
2. ვიცი კაცი ქრისტეს მიერ უწინარეს ათოთხმეტისა წლისა, გინა თუ ჴორცითა, არა ვიცი, გინა თუ თჳნიერ ჴორცთასა, არა ვიცი, ღმერთმან იცის, აღიტაცა ესევითარი კაცი ვიდრე მესამედ ცადმდე.3. და ვიცი ესევითარი კაცი, გინა თუ ჴორცითა გინა თუ გარეშე ჴორცთასა, არა ვიცი, ღმერთმან იცის,4. რამეთუ მიიტაცა სამოთხედ და ესმნეს უთქუმელნი სიტყუანი, რომელ არა ჯერ-არიან კაცთა სიტყუად.
2 კორინთელთა მიმართ თავი 12