თარგმანი: არს უკუე ზაკუვითცა ამბორის-ყოფაჲ, ვი-თარ-იგი იუდაჲსი ქრისტეს მიმართ, და კუალად, ვიეთგანმე ვნებულითაცა გულისსიტყჳთა ჴორცთა ტრფიალებისაჲთა იქმნების ესე. ამისთჳს ორისავე ამისგან განკრძალულსა ეწოდების წმიდა, რაჲთა უწყოდით, ვითარმედ სახედ სულიერისა სიყუარულისა მოცემულ არს ჩუენდა ურთიერთას ამბორის-ყოფაჲ, რაჲთა ესრეთ ამბორს-უყოფდეთ, ვითარცა მშობელნი შვილთა, და ვითარცა ძმანი —ძმათა, რამეთუ, ვინაჲთგან ვართ ტაძარ ქრისტესსა, ამისთჳს ბაგითა ამბორს-უყოფთ ურთიერთას, ვითარცა თჳთ ბჭეთაცა ამათ საუფლოჲსა ტაძრისათა, რამეთუ პირისა მიერ და ბაგეთა მოვიღებთ ზიარებასა ქრისტეს საიდუმლოთასა, რომლითა იქმნების მკჳდრობაჲ მისი ჩუენ შორის, და ამით გულისჴმის-ყოფითა ჯერ-არს ურთიერთას ამბორის-ყოფაჲ, რაჲთა უზაკუველ იყოს სიყუარული იგი და წმიდა, ვითარცა მშობელთაჲ შვილთა მიმართ და ვითარცა ძმათაჲ ძმათა მიმართ, და რაჲთა ვითარცა ბჭეთა საუფლოჲსა ტაძრისათა, ესრეთ შიშით და კრძალულებით შევეხებოდით ბაგეთა მოყუსისათა.
11. ამიერითგან, ძმანო, გიხაროდენ, განმტკიცენით, ნუგეშინის-ცემულ იქმნენით, ნუგეშინის-სცემდით, მასვე ზრახევდით, მშჳდობასა ჰყოფდით; და ღმერთი სიყუარულისა და მშჳდობისაჲ იყავნ თქუენ თანა.12. მოიკითხევდით ურთიერთას ამბორის-ყოფითა წმიდითა. გიკითხვენ თქუენ წმიდანი ყოველნი.13. მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, და სიყუარული ღმრთისა და მამისაჲ, და ზიარებაჲ სულისა წმიდისაჲ თქუენ ყოველთა თანა. ამინ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 13