თარგმანი: შუენიერად შეამკო აღწერილი ესე, რამეთუ ზემო სამნი მისლვანი თქუნა სამად მოწამედ, ხოლო აწ კუალად ორთა მისლვათა თანა მესამე ჰყოფს მიწერასა ამას, ვითარმედ: ორგზის მითქუამს პირისპირ, და აწ მესამედ — მიწერით. და ამათცა სამთა სარწმუნოთა მოწამეთა მიერ დაიმტკიცეთ, ვითარმედ არღარა ვჰრიდებ შეცოდებულთა მათ, უკუეთუ მერმეცა უნანელად ეგნენ-ვე-ღა, რამეთუ წინაჲსწარ თქუმაჲ და სამგზის თქუმაჲ, და არა ხოლო თჳსაგან მარტოთაჲ, არამედ წინაშე ყოველთა თქუმაჲ — კმა არს ჟამად დროებისა და სინანულისა. ხოლო შენ იხილე ჯეროვნად წინა-მზრუნველობაჲ, ვითარ შეცოდებულთა ეტყჳს, რაჲთა შეინანონ, და ყოველთა ეტყჳს, რაჲთა იგინი აქუნდენ მოწამედ, რაჟამს შეუნანებელად დადგრომილთა ზედა მოაწიოს საშჯელი, ვითარმედ უბრალო არს ტანჯვისა მისთჳს, რომელი სამგზის წინა-აუწყა მათ, ვითარმედ დაღათუ ვიდრე მოაქამდე ერიდა მათ, ვითარცა მამაჲ, აწ არღარა ერიდოს, უკუეთუ არა მოიქცენ და შეინანონ.
1. აჰა ესერა მესამედ მოვალ თქუენდა. პირითა ორისა და სამისა მოწამისაჲთა დაემტკიცების ყოველი სიტყუაჲ.2. წინაწარ ვთქუ და აწცა წინაწარ ვიტყჳ, ვითარცა-იგი პირისპირ მეორედ მაშინ, და აწ შორით მივსწერ წინაწარ შეცოდებულთა მათდა და სხუათა ყოველთა: და რამეთუ უკუეთუ მოვიდე კუალად, არღარაჲ ვჰრიდო.3. ვინაჲთგან გამოცდასა ეძიებთ მისსა, რომელი-იგი ჩემ მიერ იტყჳს ქრისტე; რომელი-იგი თქუენდა მიმართ არა უძლურ არს, არამედ ძლიერ თქუენ შორის.
2 კორინთელთა მიმართ თავი 13