თარგმანი: უძლურება ეწოდების სნეულებასა ჴორცთასა. და კუალად, უძლურება ითქუმის მცირედმორწმუნეობაჲ, რომლისათჳს გუამცნებს მოციქული, ვითარმედ: "უძლური იგი სარწმუნოებითა შეიწყნარეთ" (). და კუალად, უძლურება ეწოდების შემთხუევასა განსაცდელთასა, რომლისათჳს იტყჳს, ვითარმედ: "ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ-იქმნების, და "ამისთჳს სათნო-მიჩნს უძლურებათა შინა". და თჳთვე თარგმნის: ესე იგი არს გინებათა შინა, დევნულებათა და ჭირთა, ვინაჲცა ამათ სამთა სახეთაგან უძლურებისათა მესამითა ამით უძლურებითა ჯუარს-ეცუა უფალი ჩუენი, რამეთუ თავს-იდვა განცემაჲ, გინებაჲ, ბასრობაჲ და ყუედრებაჲ. გინათუ ესრეთცა ვთქუათ, ვითარმედ: ვითარ-იგი სხუასა ადგილსა იჭჳსა მისებრ წარმართთაჲსა სულელად ღმრთისა უწოდა ჯუარსა და უძლურად ღმრთისა. ეგრეთვე აქა, იჭჳსაებრ ურწმუნოთაჲსა, იტყჳს უძლურებით ჯუარცუმასა მისსა, რომელმან-იგი ძლიერებითა ჯუარცუმისაჲთა მოაოჴრა სიკუდილი და ჯოჯოხეთი.
2 კორინთელთა მიმართ 13:4
3. ვინაჲთგან გამოცდასა ეძიებთ მისსა, რომელი-იგი ჩემ მიერ იტყჳს ქრისტე; რომელი-იგი თქუენდა მიმართ არა უძლურ არს, არამედ ძლიერ თქუენ შორის.4. რამეთუ დაღაცათუ ჯუარს-ეცუა უძლურებით, არამედ ცხოველ არს ძალითა ღმრთისაჲთა; და რამეთუ ჩუენცა უძლურ ვართ მისა მიმართ, არამედ ვცხონდეთ მის თანა ძალისაგან ღმრთისა თქუენითურთ.5. თავნი თჳსნი გამოიცადენით, უკუეთუ ხართ სარწმუნოებასა შინა. თავნი თჳსნი განიკითხენით. ანუ არა უწყნითა თავნი თჳსნი, რამეთუ იესუ ქრისტე თქუენ შორის არს? გარნა თუ გამოუცდელ რაჲმე ხართ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 13