თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: რამეთუ ვერ ძალ-გჳც ჭეშმარიტებასა ზედა, არამედ ჭეშმარიტებისათჳს. ესე იგი არს, რამეთუ აღიარებს სიმდაბლითა გონებისაჲთა, ვითარმედ, უკუეთუ მოიქცეთ და შეინანოთ, არა თუ მე რასმე მიგმადლებ თანა-წარჴდასა პატიჟისასა, არამედ თჳთ თავადი ჭეშმარიტებაჲ, შემწყნარებელი იგი მონანულთაჲ, და არღარა მიმჴდელი პატიჟსა ცოდვისაგან მოქცეულთასა. ვინაჲცა მე, დაღათუ ვინებო, რაჲთა თავისა განმართლებისათჳს გტანჯნე, და გიჩუენო, ვითარმედ ძალ-მიც ყოფად ესე, არამედ შეუძლებელ არს ჩემგან ქმნაჲ მისი, რომელი წინააღმდგომ იყოს მისსა, და არა თანამოქმედ ჩემდა იყოს თჳთ იგი თავადი ჭეშმარიტებაჲ, არამედ ჭეშმარიტებისათჳს ყოველსავე მას ვიქმ, რაჲცა-იგი სათნო იყოს მისსა.
2 კორინთელთა მიმართ 13:8
7. ხოლო ვილოცავ ღმრთისა მიმართ, რაჲთა არარაჲ ბოროტი გიყოს თქუენ, რაჲთა არა ჩუენ გამოცდილად გამოვჩნდეთ; არამედ რაჲთა თქუენ კეთილი ჰქმნეთ, ხოლო ჩუენ ვითარცა გამოუცდელნი ვიყვნეთ.8. რამეთუ არა ჴელ-გუეწიფების ჭეშმარიტებისა ძჳრის სიტყუად, არამედ ჭეშმარიტებისა კერძო.9. რამეთუ გჳხარის, რაჟამს ჩუენ უძლურ ვიყვნეთ, ხოლო თქუენ ძლიერ იყვნეთ; რამეთუ ამასცა ვილოცავთ, თქუენსა დამტკიცებასა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 13