თარგმანი: რაჲთა არავის უგუნურთა მსმენელთაგანსა საგონებელ უჩნდეს, ვითარმედ: ვინაჲთგან მოსე უფლისა მიმართ მოგუაქცევდა, ხოლო პავლე — სულისა, ნუუკუე და ესე უდარეს მისსა არს? — ამას იჭუსა განაქარვებს და ეტყჳს, ვითარმედ: ნუ გეშინინ უდარესობისათჳს მისისა, რომელსა მოუჴდები და რომლისა მიერ ნათლისღებასა მიემთხუევი; უფროჲსღა ნათლისღებისა მიერ საკუთარ მისსა და მიმღებელ იქმნები, ესე იგი არს სული წმიდაჲ, რომელი უფალ არს და თანაარს მამისა და ძისა, თანამოსაყდრე და მათ თანა თაყუანის-საცემელ, უფროჲსღა ერთ, თაყუანისცემითა და მეუფებითა.
2 კორინთელთა მიმართ 3:17
16. ხოლო რაჟამს მოიქცეს უფლისა, მოეძარცუვის საბურველი იგი.17. ხოლო უფალი სულ არს; ხოლო სადა სული უფლისაჲ, მუნ აზნაურებაჲ არს.18. ხოლო ჩუენ ყოველნი განცხადებულითა პირითა დიდებასა უფლისასა განვიცდით, მასვე ხატსა მივიცვალებით დიდებითი დიდებად, ვითარცა-იგი უფლისაგან სულად.
2 კორინთელთა მიმართ თავი 3