თარგმანი: მითვე თანა-შესწორებითა და დიდებად სახელის-დებითა ძუელისაჲთა უმეტეს დიდებულ ჰყოფს ახალსა ამას, რამეთუ მას დიდება უწოდს საშინელებისათჳს, და მსახურება დაშჯისა — მტანჯველობისა მისთჳს ბრძანებათა მისთა გარდამავალთაჲსა, ხოლო ახლისა ამის დიდებისა აღმატებულებად იტყჳს არა ხოლო ცოდვათა განმაქარვებელობასა, არამედ სიმართლისაცა მიმნიჭებელობასა, რამეთუ წმიდა ჰყოფს და მართალ, შვილებად მიუწოდს და მერმეთა მათ კეთილთა დაუსრულებელობასა აღუთქუამს, ვინაჲცა სამართლად სახელ-სდებს მას მსახურებად სიმართლისა, რომელი-იგი განმამართლებელი არს უღმრთოთაჲ.
2 კორინთელთა მიმართ 3:9
8. რაოდენ-მე არა უფროჲს მსახურებაჲ იგი სულისაჲ იყოს დიდებით?9. რამეთუ უკუეთუ მსახურებაჲ იგი დაშჯისაჲ დიდება, რაოდენ უფროჲს აღემატოს მსახურებაჲ იგი სიმართლისაჲ დიდებითა.10. და რამეთუ არღა დიდებულ არს დიდებადი იგი ამით ჯერითა გარდარეულისა მისთჳს დიდებისა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 3