თარგმანი: აღმადგინებელად იესუჲსსა უწოდს მამასა ჴორცთა მათთჳს კაცობრივთა, რომელნი აღადგინნა ღმრთეებამან; რამეთუ ღმრთეებითი მოქმედებაჲ ყოველივე ერთ არს მამისა და მისა და სულისა წმიდისაჲ. ხოლო იესუჲს აღმადგინებელად ჩუენდა ჴორცთა მათთჳს, რომელნი ჩუენგან შეისხნა და რომელთა ვნებითა და სიკუდილითა მოჰმადლა ბუნებასა ჩუენსა აღდგომადი და მის თანა ამაღლებაჲ ზეცად, ვინაჲ-იგი კუალად მომავალ არს ბრძანებითა და ჴმითა ანგელოზთმთავრისაჲთა, საყჳრისა მიერ ჴმობითა აღდგინებად მკუდართა და წარდგინებად წინაშე საყდართა თჳსთა, რომლისათჳს აწ მოციქული იტყჳს: "აღმადგინნეს და წარმადგინნეს თქუენ თანა"; მოძღუარნი მოწაფეთა და უფალნი მონათა თანა, რაჲთა უეჭუელ ყოს სასოებაჲ აღდგომისა და განშჯისა, და კაცად-კაცადისა მიგებისაჲ საქმეთა თჳსთაებრ.
2 კორინთელთა მიმართ 4:14
13. ხოლო გუაქუს ჩუენ იგივე სული სარწმუნოებისაჲ, ვითარცა წერილ არს: მრწმენა მე, რომლისათჳსცა ვიტყოდე, და ჩუენცა გურწამს, რომლისათჳსცა ვიტყჳთ.14. ესე უწყით, რამეთუ რომელმან აღადგინა უფალი იესუ, ჩუენცა იესუჲს მიერ აღმადგინნეს, წარმადგინნეს თქუენ თანა.15. რამეთუ ყოველივე თქუენთჳს არს, რაჲთა მადლი იგი აღემატოს მრავალთათჳს, და მადლობაჲ იგი გარდაერიოს სადიდებელად ღმრთისა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 4